TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

კონტროლდება თუ არა დისტანციური გაკვეთილები? - ვის ევალება სასწავლო პროცესის ზედამხედველობა
21-10-2021
-
+


თავდაპირველად ონლაინ გაკვეთილები დიდი გამოწვევა იყო პედაგოგებისთვის, მაგრამ ამჯერად ყოველდღიურ რუტინად იქცა,  ვირტუალური სკოლა მოსწავლეებისთვისაც ჩვეული მოვლენაა.

გასული სასწავლო წლისგან განსხვავებით, წელს გაკვეთილებზე დასწრება მკაცრად კონტროლდება. „თიმსი“ მოსწავლის გაცდენებსაც და „შატალოსაც“ მარტივად აფიქსირებს, რაც მასწავლებლებს საშუალებას არ აძლევს, რომ მოსწავლეებს გაცდენილი საათები აპატიონ.

ტარდება თუ არა დათქმულ დროს და რამდენ წუთი ეთმობა თითოეულ გაკვეთილს? ამ ყველაფრის გაკონტროლება კანონის მიხედვით სკოლის ადმინისტრაციას ევალება.

„სკოლა შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგისთვის.

დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგისთვის განხორციელებული ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს:

  • დისტანციური გაკვეთილების დადგენილ დროსა და დადგენილი ხანგრძლივობით ჩატარების ზედამხედველობას;
  • დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართული მოსწავლეების დასწრების აღრიცხვაზე ზედამხედველობას;
  • დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების აღრიცხვას და მიზეზების კვლევას;
  • ეთიკისა და ქცევის ზოგადი ნორმების დაცვის ზედამხედველობას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება