სიახლეები
სამასწავლებლო

„სკოლას არ რჩება დოკუმენტი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში, ტექნიკის გარეშე გამოიყენებს“-მაღლაკის საჯარო სკოლის დირექტორი ელექტრონული ჟურნალის შესახებ
23-09-2021
-
+


მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლები სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს ახალი სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის საჯარო სკოლის დირექტორი ლიუდმილა ლექვინაძე საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში ახალი სასწავლო წელი ? ზოგადად, რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ?

- მაღლაკის საჯარო სკოლაში დისტანციურად სწავლა დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს; არიან მოსწავლეები, რომლებიც სწავლის პროცესში საერთოდ არ ჩართულან (7 მოსწავლე ტექნიკის არ ქონის და გაუმართაობის გამო). პანდემია დამთავრდება და სწავლას საკლასო ოთახებში შევძლებთ .

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- გასულ წელს ელექტრონული ჟურნალების შევსების პროცესი წარმატებით გავიარეთ, მიმდინარე წელს  ელექტრონული ჟურნალის ფუნქციონალები ერთბაშად გაიზარდა, რაც  საკლასო ჟურნალების ერთი ხელის მოსმით გაუქმებამ გამოიწვია; ელექტრონული ჟურნალის გამოყენება, როგორც მშობლებს ასევე მასწავლებლებს ძალიან უჭირთ; სკოლას არ რჩება დოკუმენტი, რომელსაც  ნებისმიერ  სიტუაციაში, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე გამოიყენებს.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?
 
- კოვიდგადატანილ მასწავლებლებს ჯერ კიდევ უხდებათ ბრძოლა კოვიდის მიერ დატოვებულ ჯანრთელობის დარღვევებთან, მაგალითად, სისხლის გასქელებასთან. მათ ვერ ურჩევენ ექიმები, რომ აუცილებლად აიცრან, მასწავლებელთა ერთმა ნაწილმა სულ ახლახან მოიხადა კოვიდი, ასე რომ 80%-ის აცრილი მასწავლებლის მარტივად დათვლა ვერ ხერხდება, საკითხი მეტ ჩაღრმავებას და ანალიზს მოითხოვს. აცრა უნდა დარჩეს ნებაყოფლობითი. რეგულაციების დაცვისათვის მოინახოს ალტერნატიული გზა.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ პირველკლასელებისთვის სწავლის დაწყების გადადება დასწრებით ფორმატში განახლების მიზნით ?

- პირველ კლასში შეგვეძლო და ახლაც შეგვიძლია რეგულაციების დაცვით საკლასო ოთახებში დაგვეწყო სწავლა.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ?

- არ მყავდა კურსდამთავრებული, რადგან ჩვენი სკოლა დაწყებითი - საბაზოა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება