სიახლეები
სკოლები

ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი პედაგოგი თამარ სამსონაძე პროექტისთვის   - „ტოლერანტობა“ ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა
23-09-2021
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი პედაგოგი თამარ სამსონაძე პროექტისთვის   - „ტოლერანტობა“ ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა.

პედაგოგის ხელმძღვანელობით, eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო პროექტი - „ტოლერანტობა“ განხორციელდა.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სკოლა გვიზიარებს:

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვან მასწავლებელს თამარ სამსონიძეს  2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო პროექტისათვის „ტოლერანტობა“ ეროვნული ხარისხის ნიშანი მიანიჭა;

2020-2021 სასწავლო წლის მანძილზე პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილის, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი კონსულტანტ-მასწავლებლის - თამარ სამსონიძის ხელმძღვანელობით, eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო პროექტი „ტოლერანტობა“ განხორციელდა. პროექტში ჩართულნი იყვნენ შემდეგი ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი - 24 მასწავლებელი, 84 მოსწავლე და 19 სკოლა. ჩატარდა ონლაინ შეხვედრები, ქართველ და უცხოელ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. პროექტი მიმდინარეობდა 8 თვის განმავლობაში.

პროექტის ძირითადი მიზნები იყო: მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარება/გაუმჯობესება, შემოქმედებითი და კრეატიული უნარების წახალისება, წერის უნარის განვითარება ინგლისურ ენაში, მეტყველების უნარის განვითარება, ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება/გაუმჯობესება, მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.

პროექტის სამუშაო და რესურსების მოსამზადებელი თემებია: „ტოლერანტობა“, „უთხარი არა ბულინგს“, „უთხარი არა რასიზმს“, „რელიგიური არატოლერანტობა“, „შეზღუდული შესაძლებლობები“, „გენდერული უთანასწორობა“, „პოლიტიკური დისკრიმინაცია“, „ეთნიკური დისკრიმინაცია“ ან „ეთნიკური არათანასწორობა“, „დისკრიმინაცია განათლებაში“ ან „განათლების უფლება“, „ეროვნებაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია“, „კრიმინალი მოტივირებული არატოლერანტობითა და დისკრიმინაციით“, „ღირებულებები“, “სილამაზე (გარეგნული ნიშნით დისკრიმინაცია)“, „დისკრიმინაციის ტიპები“ და „ადამიანის უფლებები“.

საგნებს შორის ინტეგრაცია განხორციელდა შემდეგი მიმართულებით: ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, უცხო ენები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მუსიკა, სპეციალური საჭიროებები, დაწყებითი განათლება. პროექტის ფარგლებში მომზადებული რესურსები: ელექტრონული ბლოგი, კოლაბორაციული პრეზენტაცია Google Drive-ზე, Work in mixed groups - მუშაობა შერეულ ჯგუფებში, პრეზენტაციები PowerPoint-ში, ელექტრონული წიგნები, Pdf/პდფ წიგნები, პოსტერები, ბუკლეტები, ვიდეო პრეზენტაციები, მოკლე ვიდეოები პროექტის სამუშაო თემებთან დაკავშირებით, ვირტუალური გალერეა, პრეზენტაციები კონვერტირებული ვიდეო ფორმატში“, - აღნიშნულია ღების საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება