სიახლეები
პიროვნება

„ტრენინგები ძალიან ეფექტური და საჭიროა“- ნურიკ კარაპეტიანი, ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი
23-09-2021
-
+


რა მოლოდინი აქვს ახალი სასწავლო წლისგან, რას ფიქრობს პედგოგთა შესაძლო სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით და როგორ აფასებს მასწავლებელთა მზაობას ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნურიკ კარაპეტიანი გვესაუბრა. 

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში ახალი სასწავლო წელი ? ზოგადად, რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ?

- ახალი სასწავლო წელი ყოველთვის არის ახალი შესაძლებლოების დასაწყისი. ველოდები, რომ  2021-22 სასწავლო წელი უფრო კარგი, უფრო მონდომებული და ბევრისმომცემი იქნება. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მოლოდინი არის ის, რომ წელს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით?

- ელექტრონული ჟურნალის წარმოება სკოლაში იყო ერთ-ერთი საინტერესო სიახლე. ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით მშობლებს შეუძლია რეგულარულად შეამოწმოს მოსწავლის ნიშნები და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ყურადღება მიაქციოს. ჩვენ კი მივესალმებით ამ სიახლეს.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- ჩემი აზრით, მასწავლებლებმა საკუთარი ნებით უნდა გადაწყვიტონ, გაიკეთებენ თუ არა ვაქცინას. თუმცა მე ვურჩევდი,  ჩემს მასწავლებლებს დაავადების თავიდან აცილების მიზნით აიცრან.

- რამდენად სწორად მიგაჩნიათ პირველკლასელებისთვის სწავლის დაწყების გადადება დასწრებით ფორმატში განახლების მიზნით ?

- ყველა სიახლის ათვისება ბავშვისათვის რთულია, მითუმეტეს პირველი კლასის დაწყება ონლაინ რეჟიმში. ეს შემთხვევა მოსწავლეებისა და მშობლებისთვის რთულია. წელს ძალიან კარგი სიახლე მივიღეთ და ჩვენს სკოლაში ყველანი მომხრე ვიყავით, რომ პირველი კლასში გაკვეთილები დასწრებით ფორმატში დაიწყოს.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- რა თქმა უნდა, ყველა სფეროში ტრენინგების ჩატარება ეფექტიანია. რადგან სახელმწიფო მიგვითხოვს კომპეტენციის დაადასტურებას, ამიტომ ვფიქრობ, ტრენინგების ჩატარება ძალიან ეფექტიანი და საჭირო არის.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება