სიახლეები
ეტალონი

„თუ გინდა მიიღო ცოდნა, უნდა იზრუნო და უნდა ჩაერთო“- ხონში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ეტაპი გაიმართა
23-09-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 22 სექტემბერს კონკურსი ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა. მასში მონაწილეობა მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.  

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხონელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

ხონის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა უგულავა:

„პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად, მშვიდად ჩაიარა. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მაგრამ მაინც ვიღებთ მონაწილეობას. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ. დისტანციური ფორმატის გამო, არავითარი პრობლემა არ შექმნიათ. მოსწავლეები სკოლაში ჩამოვიყვანეთ, რადგან სოფელში ინტერნეტის პრობლემაა და არ გვინდოდა, რომ რაიმე სახის დაბრკოლებას თავი ეჩინა. ბავშვებს „ეტალონის“ პროექტი მოტივაციას მატებს და ამ დღისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.“

ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე:

ინტელექტ-ჩემპიონატით დაბალი კლასის მოსწავლეებიც დაინტერესდნენ. მერვეკლასელები აქტიურად ჩაერთნენ, მათ ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს. ვფიქრობ, რომ ამ ბავშვების ასეთი წარმატება, მომავალში სხვა ბავშვებისთვის დიდი სტიმული იქნება. მივესალმებით მსგავსი ტიპის კონკურსებს და ვიმედოვნებთ, რომ მეორე ეტაპზეც სასახელოდ იასპარეზებენ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები, ზოგადად, ყოველ წელს ერთვებიან აღნიშნულ კონკურსში.“

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის დირექტორი რომან ჯაიანი:

„კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ბავშვებს ტელეფონით ვესაუბრე და თავიანთი შთაბეჭდილებები გამიზიარეს. თუმცა, დასწრებითი სწავლება რომ ყოფილიყო, კონკურსს უფრო მომზადებული შევხვდებოდით. ჩვენგან მეორე ეტაპზე ორი ბავშვი გადავიდა და ძალიან კმაყოფილები არიან. ეს პროექტი უნიკალური და არაჩვეულებრივია. ბატონი გოჩა საშვილიშვილო და სამომავლო საქმეს აკეთებს. თუ გინდა მიიღო ცოდნა, უნდა იზრუნო და უნდა ჩაერთო. ძალიან კარგი პროექტია.“

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ბელა კიკნაძე:

„ჩვენი სკოლიდან ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ერთი მოსწავლე გადავიდა და უზომოდ კმაყოფილია, ტესტები წარმატებით დაძლია და სიგელიც მიიღო. ახლა მეორე ეტაპისთვის ემზადება. გვიხარია რომ წარმატებულად წარმოაჩინა სკოლა და შემდგომ ეტაპზეც წარმატებებს ვუსურვებთ.“ 

ხონის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნაილი ცუხიშვილი:

„ტესტირების პროცესმა მოწესრიგებულად ჩაიარა. მოსწავლეები გაეცნენ ინსტრუქციებს და იმის მიხედვით იმუშავეს. ჩვენი 3 მოსწავლე მომდევნო ტურშიც გადავიდა და ხვალინდელ დღეს მოუთმენლად ელიან. ასევე აღსანშნავია, რომ ამ მიმართულების კოორდინატორი მოსწავლეებს დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიდა. პროცესი კარგად წარიმართა, არაფერი უთქვამთ დროის დეფიციტზე ან რაიმე მსგავს საკითხზე. „ეტალონში“ ყოველთვის აქტიურად ერთვებიან ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მისი მნიშვნელობა ჩვენთვის, ისევე როგორც მთელი ქვეყნისთვის, ძალიან დიდია.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება