სიახლეები
სიახლეები

მათემატიკა, როგორც გზა მომავალი წარმატებისკენ
23-09-2021
-
+


მარიამ მამაგეიშვილი ქუთაისიდანაა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი დამსახურებულად მოიპოვა, KIU-ს მათემატიკის ინგლისურენოვან პროგრამაზე 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა. საქართველოს მასშტაბით, მარიამი იმ 100 საუკეთესო სტუდენტს შორისაა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგი აჩვენეს. გოგონამ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. შესაბამისად, ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ისწავლის და იცხოვრებს სრულიად უფასოდ, ამასთან KIU-სგან დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდიაც.

ბავშვობაში მათემატიკასთან ერთად ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული სფერო იზიდავდა. ცნობისმოყვარე მოზარდის ინტერეს STEM დარგების მსგავსად,  ბიოლოგიის, ქიმიის, მედიცინის, ბიოინჟინერიის, მსოფლიო ხალხთა კულტურის, ისტორიის, არქიტექტურის, ხელოვნების, კულინარიის სფერო იწვევდა. 

განსაკუთრებულად  უყვარს თავსატეხებისა და ამოცანების ამოხსნა, საინტერესო თეორიებისა და ჰიპოთეზების შესწავლა, შესაბამისად, სამომავლო კარიერაც მათემატიკას დაუკავშირა. მათემატიკა, როგორც საგანი პირველი კლასიდანვე უყვარდა, ამას თავისი პირველი მასწავლებლის დამსახურებად მიიჩნევს. წლების განმავლობაში, დღითიდღე იზრდებოდა მათემატიკის მიმართ მისი ინტერესი. სწორედ, ამიტომ გადაწყვიტა ტექნიკურ საგნებს გაჰყოლოდა და თავისი ადგილი ეპოვნა ამ მრავლისმომცველ სფეროში. 

სკოლის პერიოდში მარიამი განსაკუთრებული ნიჭითა და მიზანსწრაფულობით გამოირჩეოდა. ახალგაზრდა მათემატიკოსი სხვადსახვა კონკურსებისა და ოლიმპიადების გამარჯვებულიცაა. მათ შორი მოპოვებული აქვს „ავერსისა“ და აგლი აბზიანიძის სახელობის სტიპენდიები. ის გახლავთ ქალაქ ქუთაისის მასშტაბით, სხვადასხვა წელს ჩატარებული ოლიმპიადების (მათემატიკასა და ბიოლოგიაში) მრავალგზის გამარჯვებული. მარიამი, ასევე, არის მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის “M ვექტორი“ 2020 წლის ერთ-ერთი გამარჯვებული, ხოლო 2021 წლის კონკურსის ფინალისტი. 2020 წელს თანატოლებთან ერთად, ჩართული იყო MDF-ის ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლის კონკურსში, სადაც ასევე საპრიზო ადგილი მოიპოვა. 2019 წელს მონაწილეობდა „ბიზნეს სკოლის“ პროექტში, რომელიც წარმატებით დაამთავრა. ის, ასევე, გახლდათ სკაუტური ბანაკის „მოსწავლე მეწარმეების“ წევრი. 
KIU-ს მათემატიკის პროგრამას ყველაზე კონკურენტუნარიან ფაკულტეტად მიიჩნევს. დიდ მოლოდინს ამყარებს იმ ცოდნაზე, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლისას მიიღებს. კარიერაზე ფიქრი უკვე დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ სწავლაზე ორიენტირებას გეგმავს. მომავალში საკუთარი თავი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმოუდგენია, სურვილი აქვს, აკადემიურ სივრცეში დასაქმდეს და თავისი ცოდნა  სხვა სტუდენტებს გაუზიაროს. კარგად აქვს გააზრებული, თუ რა ძალისხმევაა ამისათვის საჭირო და მზად არის გაზრდილი მოტივაციითა და ენთუზიაზმით შეუდგეს სწავლას.

„საამაყოა, როდესაც საქართველოში და მით უფრო ქუთაისში მსოფლიო დონის უნივერსიტეტი არსებობს. უნივერსიტეტი, რომელიც ახალგაზრდებს ხელს უწყობს პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და რეალიზებაში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევისას ბევრი არ მიფიქრია, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვიცოდი რა რესურსებითაც უზრუნველყოფდა KIU   სტუდენტებს. ეს არის ახალგაზრდების საჭიროებებზე სრულად ორიენტირებული უნივერსიტეტი, რომელიც მაღალკვალიფიციურ ცოდნას აძლევს სტუდენტებს. გასულმა წელმა ეს ნათელყო.  ამის უკეთ გაანალიზების საშუალება შარშან მომეცა, როდესაც კონკურსში „M ვექტორი“ გავიმარჯვე. საოცრად კეთილმოწყობილი კამპუსი და ინფრასტრუქტურა ახლოდან ვიხილე, მისასალმებელია  KIU-ს თანამშრომლობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. აშკარაა, რომ ყოველი ლექტორი საკუთარი გამოცდილებითა და ცოდნით უნივერსიტეტის წარმატების გარანტიაა. აქვე დავამატებ იმასაც, რომ KIU ჩემს მშობლიურ ქალაქში მდებარეობს და მიხარია, რომ საშუალება მაქვს უმაღლესი განათლება ჩემს უსაყვარლეს ქალაქში, ქუთაისში მივიღო.

საინტერესო სიახლეების მოლოდინი მაქვს. მსურს ვიყო აქტიური სტუდენტი, ჩავერთო პროექტებსა და ინოვაციებში. ძალიან მინდა მონაწილეობა მივიღო გაცვლით პროგრამებში. აგრეთვე, მოუთმენლად ველოდები უნივერსიტეტის ბაზაზე ლაბორატორიის გახსნას, რომელიც კიდევ უფრო წარმატებულს გახდის KIU-ს და ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს სტუდენტებს“, - აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელი მარიამ მამაგეიშვილი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება