სიახლეები
სკოლები

„იმედი, ყურადღება, პატივისცემა და კოლეგიალობა“-დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი სკოლასა და მის ხელმძღვანელობას ემოციურ წერილს უძღვნის
24-09-2021
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი სკოლის დირექტორ ასლან შაინიძესა და მის მოადგილე ამირან აბაშიძეს ემოციურ ჩანაწერს უძღვნის. 

პედაგოგი იმ განსაკუთრებული ღვაწილისა და დამსახურების შესახებ საუბრობს, რაც ამ ორ პიროვნებას სკოლის წინაშე აქვს. ნინო დოხტურიშვილი წერს, რომ სკოლა დირექტორისა და მისი მოადგილის გარეშე ასე მყარად ვერ იდგებოდა.

„ოჯახივით თბილი და ტკბილი, საოცარი სურნელით გაჟღენთილი,რომლის ზემოქმედებასაც ყოველ წუთს გრძნობ - ეს ასლან შაინიძის სახელობის, სოფელი დისველის საჯარო სკოლაა! იქ, სადაც ბევრმა პედაგოგმა გაიმყარა პროფესიული საძირკველი, აიხდინა სურვილი და წარმატების ზენიტს მიაღწია. პრიორიტეტი - იმედი, ყურადღება, პატივისცემა და კოლეგიალობაა.
დიახ! ხელმძღვანელობის მოტივებით ვხელმძღვანელობთ ხელქვეითებიც.
ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლის დირექტორი, ბატონი ჯანსულ შაინიძე, მთელი თავისი ძალისხმევით ცდილობს უზრუნველყოს მოსწავლეებისა და თანამშრომლების წარმატება, უანგაროდ გასცეს დახმარება და ამისთვის ერთი პეშვი ანგარებაც არ ჩააქსოვოს. სწორედ ამას ჰქვია ადამიანობა, სიკეთე, ზნეობა, რომლის ანალოგიც დედამიწის ზურგზე, უფლის მადლითა და წყალობითაა გამოვლენილი. მისი მთელი ოჯახი ერთი დიდი ენციკლოპედიაა, სადაც თაბახებად იშლება პატიოსნება და დიდსულოვნება. ამავე სკოლის სასიცოცხლო გარემოს ქმნის დირექტორის მოადგილე ბატონი ამირან აბაშიძე. მე იშვიათად მინახავს სიკეთით აღსავსე ქარავანი, რომელსაც არც შემოძახება სჭირდება და არც ძალისხმევა, ნებაყოფლობით ავსებს სიხარულს შემოგარენში. იგი თავისი არსითა და ზნეობით ამაღლებული სულის პიროვნება გახლავთ. ისტორიკოსი თავადაც უამრავი დაუვიწყარი ამბის. თანამეინახე, გულუხვად აფრქვევს სიკეთეს ახლობელი ადმიანების წრეში. მისი სტუმართმასპინძლობა ისეთივე საოცარი თემატიკაა, როგორც სახელდახელოდ გაშლილი ნადიმები. ვფიქრობ, რომ ამ ორი ადამიანის გარეშე, სკოლა ისე მყარად ვერ იდგებოდა ნიადაგზე, როგორც ახლა დგას და  კიდევ მრავალი წელი შემოსძახებს ქართული სულის მრავალჟამიერს!  მათმა ძალისხმევამ სკოლის სივრცეში ისეთი ატმოსფერო შექმნა, სადაც მოსწავლეებიც და  პედაგოგებიც კომფორტულად გრძნობენ თავს. დიდი სიხარულითა და სიყვარულით ველოდებით ასლან შაინიძის სახელობის  სოფელ დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საგანმანათლებლო სივრცეში, რათა ერთიანი ძალისხმევით გავიკვალოთ გზა წარმატებული მომავლისკენ!“,- წერს პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში 3 და 8 მარტთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება