კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
24-09-2021
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ლიზი დიასამიძეს, ნინო ლაცაბიძეს, დარიკო ფერაძეს, ანა-მარია კურტანიძეს, გიორგი კურტანიძეს, მარიამი უჩიძეს, მარიამ ნიკადიმოვს, მარიამ ნიკადიმოვს, მარიამ კურტანიძეს, ლუკა ლომიძეს და მარეხი ოთანაძეს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ, ხოლო დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ - საბა კურტანიძე, ნუცა დევნოსაძე და მარეხი ოთანაძე.
23 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახალციხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ახალციხელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 78 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი დღეს, 24 სექტემბერს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმართება.