სიახლეები
სკოლები

„ვმუშაობთ სამომავლო სამოქმედო გეგმაზე“- დედოფლისწყაროს N1 სკოლის ეკოკლუბმა გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში არაერთი აქტივობა განახორციელა
24-09-2021
-
+


დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „კამბისენე“ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალისტია. კლუბის ლიდერებმა, კონკურსის ნახევარფინალში ჩატარებული აქტივობების შესახებ, ანგარიში წარადგინეს. 

ეკოკლუბ „კამბისენეს“ დამფუძლებელი მაია ლაპიაშვილია.

„მაია ლაპიაშვილის მიერ დაფუძნებული ეკოკლუბი „კამბისენე“ ნიკო კეცხოველის კონკურსის ნახევარფინალისტია!
კლუბის ლიდერებმა - ნინი ხუციშვილმა, მარიამ ყოჩიაშვილმა, მარი ოჩიაურმა კონკურსის ნახევარფინალში წარადგინეს ანგარიში ჩატარებული აქტივობების შესახებ:
ძალიან გვიან, აპრილის ბოლოდან შემოვუერთდით კონკურსს. ორი თვის განმავლობაში ბევრი რამ გადავაფასეთ, ბევრი რამ შევქმენით და შევეცადეთ, პოზიტიური გავლენა მოგვეხდინა გარემოსა და საზოგადოებაზე.
ეს სურათი თქვენთვის კარგად ნაცნობია -მთვარიდან გადაღებული დედამიწა. მე იმ ასაკის ვარ, რომ ამ სურათის გამოჩენის შემდეგ დავიბადე. რამდენიმე საუკუნეა, რაც უმეტესი ჩვენგანი რეალურად ფიქრობს, რომ ჩვენი პლანეტა სფეროსებრია. როდესაც ეს სურათები პირველად გამოჩნდა 1960-იან წლებში, მსოფლიო წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლებოდა. დღეს იმდენად შეიცვალა, რომ ჩვენს პლანეტას უკვე დაცვა და ხელშეწყობა სჭირდება. მდგრადი განვითარება ხომ ჩვენი პლანეტის სიმდიდრეების ისე გამოყენებას გულისხმობს, რომ არ შევუქმნათ პრობლემა მომავალში. ეკოკლუბის აქტივობების დაგეგმვისას ჩვენი ორიენტირი იყო მდგრადი განვითარების 17 მიზანი და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული თემები: გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სამოქალაქო უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები და სხვა. თავიდანვე ჩვენი კლუბის ლიდერებმა გადაინაწილეს პასუხისმგებლობა აღნიშნული მიმართულებების ხელმძღვანელობაზე.
„კამბისენელები” ვეხმარებით ერთმანეთს და ფართო საზოგადოებას ცხოვრების ჯანსაღი წესის სიკეთეების გაცნობიერებაში, ცხოვრების სტილის შეცვლაში. ჩვენ მიერ ჩატარებული გრძელვადიანი კამპანიის ფარგლებში განვახორციელეთ უამრავი აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით. კონფერენციები და პრეზენტაციები ჯანსაღი კვების, ცხოვრების ჯანსაღი წესის, სოციალური დაავადებების თემაზე, უმცროსკლასელთა ჩართულობით პოსტერების, პლაკატების გამოფენები, ბუკლეტების კონკურსი, აქტივობა „ერთი დღე თამბაქოს გარეშე“. ბევრი აქტივობა კოვიდ-რეგულაციების გამო ონლაინ-რეჟიმში ჩავატარეთ, თუმცა უამრავი რამ პირისპირაც მოვახერხეთ. შედეგად, გავააქტიურეთ და საკლუბო მუშაობაში მოხალისეებად ჩავრთეთ მე-5 - მე-6 კლასის მოსწავლეები, ხელი შევუწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ჩვენ მიერ ჩატარებულმა შეხვედრებმა გაგვააზრებინა, რომ ტექნიკური და ტექნოლოგიური პროგრესი, პროცესების გლობალიზაცია ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს, ადამიანის უფლებებს, თანასწორობას, უსაფრთხოებას მალევე ვკარგავთ , თუ ძალისხმევა არ მივმართეთ შენარჩუნებაზე. ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობები (პრეზენტაციები, გაკვეთილები, ონლაინ-შეხვედრები) თანასწორობის, ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების, კიბერბულინგის საკითხებზე ჩვენს თანატოლებს არა მხოლოდ ცნობიერებას უმაღლებს, არამედ მათ ქცევასა და დამოკიდებულებებზეც აისახება.
მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობით ეკოკლუბის საქმიანობის პროცესში ჩვენ და ჩვენმა თანატოლებმა გავაცნობიერეთ, რომ მსოფლიო იცვლება. იცვლება ექსპერიმენტებით. ცვლილებები გარდაუვალია. ჩვენ ნელ-ნელა და თანდათანობით ვხვდებით, როგორ ვიცხოვროთ უკეთესად. და ამ უკეთესესის შექმნაში თითოეული ადამიანის წვლილი ძალიან დიდია. ჩვენ მიერ ჩატარებული გარემოსდაცვითი აქტივობები - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დასუფთავება, თითო ხის დარგვის ტრადიციის დამკვიდრების შეთავაზება ძალიან ეფექტური და გადამდები აღმოჩნდა. ჩვენმა თანატოლებმა დაიწყეს მსგავსი კამპანიებით პოზიტიური ცვლილებების განხორციელება. ჩვენ ავიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და პატრონაჟს ვუწევთ მუნიციპალიტეტის სტადიონის, სკვერის და სხვა ადგილების სისუფთავის შენარჩუნებას.
ახალ ამბებში საშინელ სიახლეებზე გვჩვევია კონცენტრირება და ყურადღებას არ ვაქცევთ თანდათანობით მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებსა და კარგ ახალ ამბებს.
არადა ზუსტად ჩვენი თაობის მსგავსი ინტერვენციებით იდება თითო აგური დედამიწის მდგრად განვითარებაში. ჩვენ მიერ განხორციელებული სოციალური აქტივობები - სოციალურად დაუცველი ადამიანების საკვებითა და ტანსაცმელით დახმარება, მცირეწლოვანების თანაგანმანათლებლობა, კონკურსებისა და ვიქტორინების მოწყობა, სახალისო აქტივობების განხორციელება - ნუთუ არ არის პოზიტივისა და ოპტიმიზმის საფუძველი?
ჩვენ, დედოფლისწყაროელები, ვცხოვრობთ იქ, იმ ადგილებში, სადაც წყალი მცირე რაოდენობითაა. თუმცა საქართველოში არის ისეთი ტერიტორიები, სადაც დიდი რაოდენობით წყალია. ჩვენ საკმარისი წყალი გვაქვს. მთავარია, ვისწავლოთ მისი გაფრთხილება და მართვა. ჩვენი ეკოკლუბის აქტივობები ემსახურებოდა ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და დამოკიდებულებების ცვლილებას - ასეთი იყო საინფორმაციო კამპანიები სანიტარიის, წყლის სისუფთავისა და რაციონალურად გამოყენების შესახებ.
ჩვენი რაიონი პურის ბეღელად არის ცნობილი, მსოფლიოში უამრავი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, სადაც მოჰყავთ ხორბალი, ბრინჯი, სიმინდი. თუმცა ადამიანები ღელავენ, რომ არ იქნება საკმარისი საკვები, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ, ნაკლები ხორცი რომ ვჭამოთ და ნაკლები მოსავლით ვკვებოთ ცხოველები, საკმარისი საკვები ყველასთვის იქნება, თუ ჩვენ საკუთარ თავს, როგორც ადამიანთა ერთიან ჯგუფს აღვიქვამთ. ასევე ვსაუბრობთ უმუშევრობაზე და რას ვაკეთებთ, რომ გამოვასწოროთ ეს სიტუაცია? ველოდებით სახელმწიფოს მაშინ, როცა შეგვიძლია კონკრეტული ქმედებებით სიტუაციის შეცვლა. ჩვენმა ეკოკლუბმა გამოიკვლია ადგილობრივი სამეწარმეო ბაზარი, შეხვდა ადგილობრივ ბიზნესმენებს, მოახდინა ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია , რითაც ხელი შეუწყო თანატოლების ცნობიერების ამაღლებასა და პროფორიენტაციას, სამომავლო პერსპექტივების დასახვას.
ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ისეთი მფლანგველები ვართ ბუნებრივი რესურსების მიმართ, რომ საშუალება გვაქვს ფული დავხარჯოთ ისეთი განათებისთვის, რომლიდანაც სატელიტები შეძლებენ გაჩახჩახებული დედამიწის სურათების შექმნას ან იმდენი ცელოფნის პარკები ვიყიდოთ, რომ ზღვები და ოკეანეები ავავსოთ პლასტიკის კუნძულებით. ჩვენი ეკოკლუბის აქტივობები ზუსტადაც ასეთ მესიჯებს უგზავნის საზოგადოებას . მაგალითად, ჩვენ მიერ ჩატარებულმა კამპანიებმა - „მეორე სიცოცხლე ნარჩენებს“, „ეკოგმირი“- დიდი გამოხმაურება მოიპოვა საზოგადოებაში და ჩართო კლუბის საქმიანობაში ბევრი ჩვენი თანატოლი. ჩვენი ეკოკლუბის ერთ-ერთი ორიენტირია რესურსდამზოგავი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
ჩვენ, ეკოკლუბელები, ვაკეთებთ ამას - ვზრდით სასკოლო და საქალაქო თემში ცნობიერებას, ვატარებთ საინფორმაციო კამპანიებს, ვართ თანატოლგანმანათლებლები, ვაჩვენებთ და ვასწავლით, რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია პოზიტიური ცვლილებების განხორციელება. ჩვენი ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირია თანამოაზრეებისა და მოხალისეების მოზიდვა. ჩვენ შევძელით და მნიშვნელოვნად დავძარით გარემოსდაცვითი საკითხები ჩვენს სასკოლო თემში. უკვე ვმუშაობთ სამომავლო სამოქმედო გეგმაზე და მომდევნო წელს წარმატებულ გამოცდილებას ახალ ცოდნასა და ხელშესახებ შედეგებს დავაშენებთ.
თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი საქმის კეთება შეგვიძლია ჩვენი საერთო სახლის, პლანეტა დედამიწის საკეთილდღეოდ, მისი მდგრადი განვითარებისთვის“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

სიახლეები
საზოგადოება