წნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
24-09-2021
დაკოპირებულია
-
+
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს - ნინო გვრიტიშვილს, ლუკა ლომიძეს და მარიამ გოგოლაძეს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ, ხოლო დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში წარმატებული მონაწილეობისთვის ოქროს სიგელით დაჯილდოვდა თამარი ზუმბაძე.
23 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ახალციხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ახალციხელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 78 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი დღეს, 24 სექტემბერს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმართება.