მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აპირებს თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეორე უცხო ენის სწავლების გაუქმებას? - ამ კითხვით Etaloni.ge-ს არაერთმა მასწავლებელმა და მშობელმა მიმართა. საკითხის გასარკვევად სამინისტროს დავუკავშირდით. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არის დაგეგმილი.
„მიმდინარეობს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე მუშაობა. მეორე უცხოური ენის გაუქმებას რაც შეეხება, ამ ეტაპზე არაფერი არ არის შეცვლილი. რაიმე ცვლილება თუ იქნება, საზოგადოებას ვაცნობებთ,“ - განმარტეს გაანთლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ორი უცხოური ენის სწავლებაა სავალდებულო.
პირველი უცხო ენა ინგლისური გახლავთ და იგი პირველი კლასიდან ისწავლება. რაც შეეხება მეორე უცხო ენას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც სკოლა თავისი რესურსებისა და მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შესთავაზებს მოსწავლეებს. მეორე უცხო ენის სწავლება მეხუთე კლასიდან იწყება.
უცხოური ენების სწავლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სიახლეს Etaloni.ge ოპერატიულ რეჟიმში მოგაწვდით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა