სიახლეები
ეტალონი

„ეტალონთან“ ერთად, ხელი უნდა შევუწყოთ მომავალი თაობების განათლებას“
24-09-2021
-
+


„საქვეყნო მნიშვნელობის კლასები“, „ერის ტექნოლოგიური მეხსიერება“ და „პირველკლასელთა აკადემია“ - ეს „ეტალონის“ სიახლეებია თანამოაზრეებისა და ერთგული მეგობრებისთვის. არავინ დავობს, რომ განათლება ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან სწორედ განათლებული თაობები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს. 

„ეტალონის“ პროექტები და გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ ახლა, პანდემიურ პერიოდშიც არ ღალატობს ტრადიციას, დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და ბატონი გოჩაც, მზადაა, საქართველოს თითოეული კუთხე მოიაროს, რათა ადგილობრივ მოზარდებსა და უფროსებსაც კიდევ ერთხელ შეახსენოს - ფორმალური განათლების მხარდამხარ, არაფორმალური განათლების პროექტები წარმატებულ თაობებს ზრდის.
ახლაც, გოჩა ტყეშელაშვილი დუშეთს სტუმრობდა, სადაც „ეტალონის“ ერთგულ მეგობრებს პროექტები გააცნო და ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მანანა ნარიმანიძემ, მიუხედავად იმისა, დღეს მერობის კანდიდატია, მაინც მოიცალა; როგორც „ეტალონის“ ძველმა გულშემატკივარმა და როგორც რიგითმა მშობელმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების პროექტებში ბავშვების, მშობლებისა და რა თქმა უნდა ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა.

„მე, როგორც მშობელი, რა თქმა უნდა მივესალმები ყველა პროექტს, რომელიც არაფორმალური განათლების მიმართულებით ტარდება და განსაკუთრებით ეს ეხება „ეტალონს“. წლებია ვგულშემატკივრობ და მიმაჩნია, რომ მოსწავლეების მეტი ჩართულობაა საჭირო, რათა უკეთეს შედეგებზე გავიდეთ. 

სიახლეები, რომლებიც ბატონმა გოჩამ გაგვაცნო, ბავშვებს როგორც სკოლამდელ, ისე მომდევნო პერიოდში ძალიან დაეხმარება, იყვნენ წარმატებულები; ჩემი მერობის შემთხვევაში, აუცილებლად, ყველაფერს სუფთა ფურცლიდან დავიწყებ. გული მწყდება, რომ დუშეთის მკვიდრი მოსწავლეები ნაკლებად არიან ჩართულები „ეტალონის“ პროექტებში, მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რათა ერთად შევქმნათ უკეთესი პირობები, ხელი შევუწყოთ მომავალი თაობების განათლებას“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება