სიახლეები
ეტალონი

„ბავშვი მთლიანად საკუთარ ცოდნაზეა დამოკიდებული“ - ყვარლის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა
24-09-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანს მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება წარმოადგენს. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

23 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დისტანციურ რეჟიმში ყვარლელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე ყვარლის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ლეილა ქოჩორაშვილი, ყვარლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი სკოლა ყოველ წელს მონაწილეობს და ფინალამდე მივდივართ ხოლმე. ამ კონკურსით სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია, ბავშვები და მინდა გითხრათ მშობლებიც ძალიან კმაყოფილები ვართ. „ეტალონის“ კონკურსი მოსწავლეებისთვის დიდი სტიმულია, რადგან შესაძლებლობა ეძლევათ წარმატებისკენ გადადგან ნაბიჯი, მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ და ასევე, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასონ. ზოგჯერ თავდაჯერებულები არიან, თუმცა ფაქტის წინაშე როდესაც დგებიან საკუთარ შესაძლებლობებს მაშინ აფასებენ. გვქონდა შემთხვევა, რომ უთქვამთ, - მასწავლებელო, წელს ვერ შევძელი, მაგრამ დავინახე სადაც მიჭირს და მომავალ წელს უკეთეს შედეგს დავდებო. ეს ნიშნავს, რომ „ეტალონი“ შემდგომი მუშაობისთვის ბავშვებს სტიმულს აძლევს. ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას მისასალმებელია, რომ „ეტალონმა“ მოსწავლეებს წელსაც მისცა შესაძლებლობა კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ ეს წამოწყება და თავდაუზოგავი მუშაობა იმ კუთხითაც მისასალმებელია, რომ სკოლებს შორის თანამშრომლობის განვითარება ხდება; ერთმანეთის შესახებ სიახლეებს, მიღწევებს ვიგებთ, რომ თურმე შესაძლებელია სკოლაში რაიმე ახალი დანერგო და გააკეთო.

ნინო მელქოშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონით“ პირველ რიგში იმიტომ ვარ კმაყოფილი, რომ კითხვები და პროცესი ისეა აწყობილი, რომ ბავშვი მთლიანად საკუთარ ცოდნაზეა დამოკიდებული. ბავშვებს ამ კონკურსში მონაწილეობა უხარიათ. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და წელს, მომდევნო ეტაპზე ჩვენგან სამი მოსწავლე გადავიდა. კონკურსში მონაწილეობით ბავშვები დიდ ცოდნასა და გამოცდილებას იძენენ. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, თუ როდის ჩატარდება „ეტალონის“ კონკურსი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მოსწავლე გვყავს სამი წლის წინ ჩვენი სკოლის მოსწავლე „ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ გახდა. დასაფასებელია, რომ „ეტალონმა“​ ტრადიციას არც წელს უღალატა და დისტანციურად ჩემპიონატის ჩატარება კვლავ შეძლო.

კონსტანტინე ცხოვრებაძე, ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რადგან მოსწავლეები გარკვეულ გამოცდილებას იღებენ, აქტიურად მონაწილეობენ და ყოველთვის აქვთ სურვილი გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენი სკოლიდან წელს შემდეგ ეტაპზე ოთხი ბავშვი გადავიდა. „ეტალონი“ ყოველთვის მზად არის მოსწავლეებს გვერდით დაუდგეს და ამ რთულ პერიოდში აღნიშნულ პროექტს დისტანციურად მაინც ატარებს.

ვალენტინა ბაშლიკი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს „ეტალონის“ კონკურსებში. წელს ჩვენი სკოლის ხუთმა მოსწავლემ შეძლო მომდევნო ეტაპზე გადასვლა და ძალიან კმაყოფილები ვართ. გასულ წელს ჩვენმა მოსწავლემ მუნიციპალიტეტში I ადგილი დაიკავა, თბილისშიც იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიწვეული, ბათუმშიც უნდა წასულიყო, თუმცა პანდემიის გამო ეს ვერ მოხდა. აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია, რომ „ეტალონი“ კორონავირუსის მიუხედავად ბავშვებს მაინც აძლევს შესაძლებლობას, რომ ამ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

ლია კაპანაძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლა:

მოხარულები ვართ, რომ „ეტალონში“ ვიღებთ მონაწილეობას და მინდა გითხრათ, წარმატებისთვის ჩვენს ბავშვებს ბევრჯერ მიუღწევიათ. ამ დილითაც მაცნობეს, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე და ძალიან ბედნიერი ვარ მათი წარმატებით. ეს ისეთი პროექტია, სადაც ბავშვებს თავიანთი ცოდნის და ინტელექტის გამოვლენის საშუალება აქვთ. „ეტალონის“ მადლიერი ვარ და ჩემი მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით კი კმაყოფილი. ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯია, რომ მოსწავლეები პანდემიის მიუხედავად კვლავ იღებენ პროექტში მონაწილეობას და წარმატებას აღწევენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს 

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება