სიახლეები
სიახლეები, პიროვნება

„მასწავლებლები სქემაში ჩართვის მაგივრად, სახელმწიფოს პოპულისტურ ნაბიჯებს ელოდებიან“ - სიმონ ჯანაშია
27-09-2021
-
+


მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით სტატისტიკა - რამდენმა მასწავლებელმა ჩააბარა წარმატებით გამოცდა - არ არსებობს, პედაგოგების რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, მათი ქულები არცთუ სახარბიელოა. განსაკუთრებით ეს ეხება პრაქტიკოსებს, რომლებისთვისაც 2021 წლის ზაფხულის გამოცდა სკოლაში დარჩენის ბოლო შანსი იყო. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, გამოცდაზე ჩაჭრილები მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრამდე სკოლებში რჩებიან - ასეთია მთავრობის განკარგულება, რასაც Etaloni.ge-სთან განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია დეტალურად განმარტავს და იმაზეც საუბრობს, თუ რატომ გაჭიანურდა დირექტორების გამოცდების საკითხი.

- მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა პოლიტიკური მანიპულაციების ინსტრუმენტია და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ცდილობს, ასიამოვნოს მათ, შეუქმნას უკეთესი პირობები, რათა გაბრაზებულებმა ოპონენტებს არ მისცენ ხმა. სწორედ ამასთან გვაქვს საქმე და მსგავსი შეღავათები რამდენიმეჯერ გაკეთდა; აქედან გამომდინარე, მასწავლებლებმა იციან - დაწესებული რეგულაციები შერბილდება არჩევნების წინ და იმის მაგივრად, ჩაერთონ პროფესიულ განვითარებაში, ელოდებიან ხელისუფლების პოპულისტურ გადაწყვეტილებებს, რაც აზარალებს სისტემას და გამოდის, ჩვენ ფულს ვიხდით იმაში, რაც რეალურად არ მუშაობს.

- თუმცა ბატონო სიმონ, ამბობენ, პედაგოგებისთვის მსგავსი შეღავათები იმიტომ წესდება, რომ არ შეიქმნას კვალიფიციური კადრის დეიფიციტი, განსაკუთრებით რეგიონების სკოლებში...

- რეგულაცია, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, მოიაზრებს, რომ ვინც გამოცდას ვერ ჩააბარებს რჩება სკოლაში მანამ, სანამ მისი შემცვლელი არ გამოჩნდება; აქედან გამომდინარე,  კადრების დეფიციტზე საუბარი მხოლოდ თავის მოტყუება და რიტორიკაა. მასწავლებელი რომ არ ჰყოფნით, ეს სიმართლე არაა,  მით უმეტეს, ახლა, გამოჩნდა, რომ სკოლებში დისტანციურად სწავლება შესაძლებელია და თუნდაც მასწავლებელი სხვაგან ცხოვრობდეს, შეუძლია დისტანციურად ჩაატაროს გაკვეთილები. ეს,  შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში უფრო ხარისხიან განათლებას გულისხმობდეს, ვიდრე როდესაც გერმანულის პედაგოგი ინგლისურს ასწავლის.

- სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო, რა შედეგებზე გავალთ ამჯერად?

- დისტანციური სწავლება პრობლემას ქმნის ბევრი ბავშვისთვის,  პრობლემაა ინტერნეტზე წვდომაც და თუ სახელმწიფო ამის მოსაწესრიგებლად არაფერს გააკეთებთ, გავალთ სასწავლო დანაკარგებზე; მეორე მხრივ კი დისტანციური სწავლება ზოგ სკოლაში საკმაოდ წარმატებით მიდის და სწორედ ამიტომ, სკოლებს უნდა მისცენ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ სწავლების ფორმატი. ისე კი, სანამ ეპიდვითარება არ გამოსწორდება, უპასუხისმგებლობა იქნება სკოლებში დაბრუნება, სანამ მასწავლებლები არ აიცრებიან დასწრებით ფორმატზე საუბარი მარტივი არ იქნება.

- ამასობაში რეფორმა მიმდინარეობს, რა აზრის ხართ მესამე თაობის ესგ-ზე?

- რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია „ახალი სკოლის მოდელი“...  სასწავლო გეგმის ნაწილში მარტივი პრინციპები საკმაოდ რთულადაა ახსნილი, მასწავლებლებს, ცალკეული გაკვეთილების მაგივრად, სთხოვენ, დაგეგმონ გაკვეთილების კრებულები, რომლებიც წარმოდგენილია პროექტად. ავალდებულებენ, ეს იყოს სწავლების მთავარი ინსტრუმენტი, რაც, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან არსებობს წარმატებული სწავლების უამრავი ინსტრუმენტი, აზროვნების განვითარებისა და ბავშვების დაინტერესებისთვის; მით უმეტეს, სთხოვენ, ეს ინსტრუმენტები, სხვა ქვეინსტრუმენტების, თუნდაც მატრიცების გამოყენებით დაგეგმონ... პრობლემა ისაა, მასწავლებლებს ჯერ მისი ღირებულება უნდა ესმოდეთ და შემდეგ დაიწყონ გამოყენება, ახლა კი ესაა თავსმოხვეული და მასწავლებლებისთვის ან დამატებითი შრომა, ან კოპირების საგანი - როცა პედაგოგი იღებს სხვის გაკვეთილს და ატარებს თავისი კლასში. მგონია, ასე, ცენტრალიზებულად, ერთი მიდგომის გამოყენებით, სკოლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება. ახლა კი სამინისტროს აქვს შემუშავებული გარკვეული ინსტრუმენტები, აგზავნის  სკოლებში, სანამ სკოლა დაიწყებს დანერგვას, სამინისტრო ცვლის ამ ინსტრუმენტებს, შემდეგ სკოლა იწყებს გადაწყობას, ამასობაში სამინისტრო ისევ ცვლის... და მასწავლებლებიც ხდებიან აპათიურები - აღარ სურთ სიახლეებში ჩართვა.

- ბატონო სიმონ, რამდენადაც ცნობილია, მუშაობა მიდის დირექტორის სტანდარტზე. თუ გაქვთ ინფორმაცია რა იცვლება?

- დირექტორის სტანდარტი რისთვისაა საჭირო - ესაა საკითხავი. ეს საკითხი სახელმწიფოს ჯერჯერობით იმისთვის აინტერესებს, რომ არჩევნების წინ სახელმწიფოს დირექტორები დაეხმარონ ხმების მობილიზებაში, ვინც არ ეხმარება, ათავისუფლებენ, რაც კარგად გამოჩნდა, როცა დირექტორების ნაწილი მოვალეობის შემსრულებლად გადაიყვანეს.

- ესაა მიზეზი, რატომაც დირექტორის გამოცდა არ ინიშნება?

- მგონია, რომ დირექტორის გამოცდა ხელს უშლის პოლიტიკურ მართვას, არაკომპეტენტურს ვერ დანიშნავენ მხოლოდ იმიტომ რომ აქტივისტი იყო.

- 10-წლიან გეგმაზეც გკითხავთ - მოგეწონათ?

- თუ გადავხედავთ ისტორიას, ვნახავთ პრეზენტაციას, რომელიც ჩაატარა იგივე პრემიერ-მინისტრმა თავისი პირველი ვადის დროს, როცა პომპეზურად თქვეს, რომ გრანდიოზული გეგმები აქვთ; მერე იყო 4-წლიანი გეგმა, ახლაც ცოტა დეტალია და მეტი რიტორიკა -  განაცხადეს, რომ სკოლები უნდა იყოს ავტონომიური, მაგრამ რას აკეთებენ ამისთვის, არაფერია ნათქვამი! გვინდა, დიფერენცირებულად ვმართოთ სისტემაო, დოკუმენტი საექსპერტო ჯგუფმა 5 წელზე მეტია მოამზადა და მისი დანერგვისთვის რეალურად არაფერი გაკეთებულა. ერთადერთი, რაც გასაგები აღმოჩნდა ისაა - უფრო მეტი ფული ექნება სისტემას ვიდრე ჰქონდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოქმედი სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის, რომელთაც საგნის გამოცდა 10 კრედიტზე აქვთ ჩაბარებული, კონკურსი გამოცხადდა

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა

სტუდენტებს სტატუსი 5 წლით შეუჩერდათ - საგანმანათლებლო დაწესებულებამ ავტორიზაცია ვერ გაიარა

რატომაა მნიშვნელოვანი გაკვეთილის დაწყება მისალმებით


გაიგეთ, რომელი საჯარო და კერძო სკოლებია ავტორიზებული

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერი გადაეცა

გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს საჩუქრად გადაეცათ ნოუთბუქი და სამახსოვრო სიგელები

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობას ამაღლებს

ილიამ სამოყვარულო ჭადრაკში, ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებს შორის, პირველი ადგილი დაიკავა 

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება