სიახლეები
სკოლები

თბილისის N133 სკოლის მეექვსეკლასელი, აკრობატული ტანმოვარჯიშე მარიამ ინაძე​ ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
27-09-2021
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე მარიამ ინაძე აკრობატულ ტანმოვარჯიშეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.

ასპარეზობა იტალიის ქალაქ პეზაროში იმართება. აღსანიშნავია, რომ მარიამი ზაფხულში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 

სკოლა ულოცავს მოსწავლეს ამ დიდ წარმატებას და მუდმივ წინსვლასა და განვითარებას უსურვებს. 

„ჩვენო ძვირფასო ასოცდამეცამეტელებო! გვინდა ერთი სასიხარულო ამბავი გაგიზიაროთ.
ჩვენი სკოლის VI კლასის მოსწავლე მარიამ ინაძე აკრობატულ ტანმოვარჯიშეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია! ასპარეზობა იტალიის ქალაქ პეზაროში ხვალ იმართება, წარმატება ვუსურვოთ ჩვენს გამორჩეულ გოგონას, რომელიც ზაფხულში საქართველოს ჩემპიონი უკვე გახდა. მარიამი სკოლაშიც წარჩინებული მოსწავლეა და ამჯერად სკოლა ამაყობს მისი სპორტული მიღწევებით. ველოდებით ხვალინდელ გამარჯვებას ჩვენო საყვარელო მარიამო“,- წერის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება