მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე, რომელიც მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, 16 წლის ლიზა კობერიძემ, სხვა ცნობილ მოდელებთან ერთად, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ლიზა იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეა. მოდელის შესახებ მისი კლასის დამრიგებელი, მაია როხვაძე გვესაუბრება.
- ქალბატონო მაია, როდის ჩაერთო ლიზა სამოდელო სფეროში?
- ლიზა ბავშობიდან ჩართული იყო სამოდელო სფეროში - 10-12 წლიდან. კარგი ბავშვია არა მარტო ფიზიკურად - ძალიან ზრდილი და თავმდაბალი გოგონაა, მართლაც, რომ თითით მისათითებელი ყველანაირად. ეს არ არის მისი პირველი წარმატება, შარშან კორეაში იყო და იქიდან გვერთვებოდა ონლაინ-გაკვეთილებზე. მიუხედავად დატვრთული რეჟიმისა, მაქსიმალურად ცდილობდა არ გაეცდინა გაკვეთილები, ისეთი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ისეთი ბავშვია, ყველა კარგი თვისება მასშია თავმოყრილი.
- როგორ დაიწყო მისი სამოდელო კარიერა, ხომ არ იცით?
- ამ საკითხთან დაკაშირებით ბევრი არაფერი ვიცი, რადგან მაღალ კლასში გავხდი მათი დამრიგებელი. ამ პანდემიის გამო, კიდევ ხშირი შეხვედრებიც არ გვქონია. როგორც ჩემთვის ცნობილია, ლიზას დედამ გამოიჩინა ინიციატივა, რადგან კარგი მონაცემები ჰქონდა. ლიზას დედა ამერიკაში ცხოვრობს და სწორედ მან გააზიარა მისი ფოტოები Dolce & Gabbana-ს ჩვენებიდან და ჩვენც აქედან გავიგეთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად აღზრდილი ბავშვია, ერთ-ერთი საუკეთესო.
- სამომავლო პროფესიის შესახებ ან სამოდელო კარიერაზე ხომ არ უსაუბრია თქვენთან?
- პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს ხშირი კონტაქტი. გასული სასწავლო წლის ბოლოს, ექსკურსიაზე ვიყავით და იქ მოგვიყვა კორეის ამბები, მაშინ თქვა, რომ კიდევ ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა კონკრეტულად არაფერი უთქვამს. ძალიან უბრალო ბავშვია, არ არის ამბიციური, მიუხდავად მისი კარიერული წარმატებისა.
იტალიაში გამგზავრებაზე თავად მითხრა, წელს წიგნების გადაცემის დროს შევხვდით, ძალიან მომეხმარა ბიბლიოთეკიდან წიგნების გამოტანაში, მერე დალაგებაში, არადა ვუთხარი, რომ თავი გაენებებინა, ისეთი ფარფატა გოგონაა. მაშინ მითხრა, იტალიაში მივდივარ, მაია მასწავლებელოო. იქვე ვუპასუხე, რომ ასეთი ყველაფერში კარგი, როგორ იყო. საუკეთესო ბავშვია ყველანაირად. არიან ბავშვები, რომლებიც დადიან უცხოეთში, გარკვეული წარმატება აქვთ და ცოტა ამბიცურებიც არიან, ლიზიკო სულ სხვანაირია.
სწავლითაც კარგად სწავლობს, მიუხედავად იმისა, უწევს ხოლმე სკოლის გაცდენა. კორეაში რომ იყო, ბავშვები უგზავნიდნენ ფოტოებს, გაკვეთილები, რომ მოემზადებინა. მემამყება, რომ ასეთი კარგი გოგო ჰყავს ჩვენს სკოლას და ჩვენს სადამრიგებლოს.
- სილამაზით ბავშვობიდან გამორჩეული იქნებოდა...
- კი, ნამდვილად. ფოტოსაც რომ შეხედავ, იქაც გამორჩეულია. ლამაზი ბავშვია, როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანად.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ბევრ წარმატებულ დღეს ვუსურვებთ ლილიკოს“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც