სიახლეები
სიახლეები

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
29-01-2018
-
+


საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად. 

„მიუხედავად არაერთი განმარტებისა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ რჩება კითხვები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შეცვლილ მენიუსთან დაკავშირებით.

გვინდა, კიდევ ერთხელ ცალსახად განვაცხადოთ: ჩვენი პრიორიტეტი ბავშვების სწორ განვითარებაზე ზრუნვაა და მენიუც შედგენილია სწორედ ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით. უფრო კონკრეტულად, თბილისის ბაგა-ბაღებში კვების სტანდარტი შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის #487 დადგენილებასთან, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეკომენდაციებს.

აღნიშნული მენიუ შექმნილია სააგენტოს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტების მიერ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის ნუტრიციოლოგიაში, დ.ტვილდიანის სახელობის სამდიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის აკადემიკოსის გულნარა დვალის უშუალო ჩართულობით. მენიუ შედგენილია იმგვარად, რომ ბავშვის კვების რაციონში გამოყენებულია ყველა ის ძირითადი პროდუქტი, რომელიც აუცილებელია ბავშვის სწორი ზრდა-განვითარებისთვის. აღსაზრდელების ყოველდღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულება 1292 კკალორიას შეადგენს. გარდა ამისა, რაციონში გათვალისწინებულია ნუტრიციოლოგიაში უკვე დამკვიდრებული თანამედროვე ტენდენციები, როგორიცაა მარილის და მარტივი შაქრის რაოდენობის შემცირება ბავშვთა კვებაში. რაციონიდან ამოღებულია ასევე ტკბილი და კოფეინშემცველი სასმელებიც: შავი ჩაი, კაკაო, კომპოტები, ხილის კონსერვირებული წვენები. სამაგიეროდ, ყოველდღიურ რაციონში გათვალისწინებულია ახალი ხილი, ბოსტნეული, ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტები.

შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბავშვთა კვების, ჰიგიენისა და სკოლამდელი აღზრდის სამსახურის მიერ შემუშავებული მენიუ სრულ შესაბამისობაშია მთავრობის #487 დადგენილების მოთხოვნებთან.

საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით, გვინდა, კიდევ ერთხელ წარმოდგინოთ როგორც მთავრობის #487 დადგენილება, ისე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული 10-დღიანი მენიუ-ფაქტურები.“

იხილეთ მენიუ 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა შეადგინეს რეაქციის ტოლობები, დაადგინეს ელემეტების ჟანგვის ხარისხები

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება