სიახლეები
საინტერესო

ვისთვის კითხულობდა გურამ საღარაძე შანდორ პეტეფის ლექსს „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“
29-01-2018
-
+


საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი გურამ საღარაძე 1929 წელს დაიბადა. საღარაძე ემოციური, ფართო დიაპაზონის მქონე მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატი გახლდათ. მან ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა რუსთაველის თეატრის სცენაზე.

პროფესიაში წარმატებულ გურამ საღარაძეს პირად ცხოვრებაშიც გაუმართლა. იგი შეხვდა ქალს, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. მისი რჩეული თბილისის ოპერის თეატრის დირიჟორის შვილი ტანია ბუჰბინდერი იყო.  მეუღლესთან განქორწინების შემდეგ ტანია მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა და მუშაობა თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო. სწორედ აქედან იწყება გურამ საღარაძისა და ტანია ბუჰბინდერის  სიყვარულის ისტორია.

მსახიობის გარშემო ყველა მისმა მეგობარმა და ახლობელმა იცოდა, რომ როცა გურამი შანდორ პეტეფის  „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“ -ს კითხულობდა, ამ დროს იგი ლექსს თავის მეუღლეს უძღვნიდა და სიყვარულს კიდევ ერთხელ უხსნიდა.

ცნობილია, რომ ტანია ბუჰბინდერს გული აწუხებდა. იმ საბედისწერო დღეს მეუღლესთან დარეკვა და იმის თქმა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, მოასწრო, მაგრამ სახლში დაბრუნებულ გურამ საღარაძეს მეუღლე ცოცხალი აღარ დახვდა.

ტანიას გარდაცვალების შემდეგ გურამ საღარაძე მეუღლეს ასე იხსენებდა:
„ხომ ამბობენ, რომ დრო მკურნალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობს. უბრალოდ, ყოველდღიურობა გაჩვევს ამ ტკივილს, თორემ ამისგან ვერასოდეს განიკურნები. თავსაც ვერ მოიკლავ. სასაფლაოზე რომ ვარ და მის საფლავს ვუყურებ, ხომ არ გგონიათ ავღელდე, ემოცია გამოვხატო... არა... საფლავი უცხოა ჩემთვის.“





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება