მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მშობლები უნდა აიცრან, რათა თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება და სკოლები დარჩეს გახსნილი სტაბილურად, მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ მცირე ასაკის ბავშვებში პირბადის ტარება მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია მშობლების აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
„ეპიდემიოლოგიური რისკები ჩვენს გარშემო მუდმივად იქნება, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს საკლასო გარემოში სწავლების აღდგენაში. რეგულაციები დიდი ხანია არის, ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ, დამატებითი მოთხოვნის სახით არის, პირბადის გამოყენება უკვე მცირე ასაკის ბავშვებშიც, დაბალ კლასებშიც. ადრე ჩვენ მაღალი კლასის მოსწავლეებზე ვსაუბრობდით, მოსწავლეების მიერ პირბადის გამოყენებაზე. ვაქცინაციის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, რაც არის სკოლის თანამშრომლებს შორის, მოლოდინია, რომ მოგვცემს პრევენციის შესაძლებლობას და ასევე აქტიურად უნდა გაგრძელდეს კიდევ დამატებით თანამშრომლების და მშობლების ვაქცინაციაც.
ვინაიდან, ჩვენ დღეს მცირე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციაზე ვერ ვისაუბრებთ, ბუნებრივია, ყველაზე კარგი დაცვის საშუალება ბავშვისთვის არის მისი გარემოცვის ვაქცინაცია. ასე რომ, მშობლებისთვის კიდევ ერთი მოწოდება და თხოვნაა, რომ აიცრან, თუკი ჯერ ეს არ გაუკეთებიათ, რადგან ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო გარემოში, თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება და სკოლა, რომელიც გაიხსნება, დარჩეს გახსნილი სტაბილურად, მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში. ვაქცინაცია და პირბადის გამოყენება არის ორი მთავარი გადაწყვეტა დღეს ამ სიტუაციაში".
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.