სიახლეები
სიახლეები

ოზურგეთში „პირველკლასელთა აკადემია“ ავტორმა წარადგინა - „წიგნი-რვეული მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას ემსახურება - ესაა ხვალინდელი დღე!“
29-09-2021
-
+


სასწავლო წელი პირველკლასელებისთვის 4 ოქტომბერს იწყება, თუმცა მანამდე უმნიშვნელოვანესია, თითოეულმა პატარამ, სანამ ცოდნის ტაძარში შეაბიჯებს, ისეთი განათლება მიიღოს, რაც სასკოლო ცხოვრების ყველა წინააღმდეგობის დაძლევაში დაეხმარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეტალონის პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი წიგნი-რვეულიპირველკლასელთა აკადემია“, რომელიც ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბავშვებს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადასცა და რა თქმა უნდა, სახელმძღვანელო საბავშო ბაღების მენეჯერებსა თუ აღმზრდელებს თავად ავტორმა წარუდგინა.

აღსანიშნავია ის, რომ მსგავსი შინაარსის სახელმძღვანელო საქართველოში პირველად გამოიცა; აქედან გამომდინარე, „პირველკლასელთა აკადემია“ უნიკალური და უპრეცედენტოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ „პირველკლასელთა აკადემიას“, სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ამიერიდან, საბავშვო ბაღებში გააცნობენ ბავშვებს, რათა ისინი სასკოლო ცხოვრებასა და საგანმანათლებლო თავგადასავლებს მომზადებულები შეხვდნენ.

ოზურგეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მაკა ჭყონიამ Etaloni.ge-სთან საუბრისას „პირველკლასელთა აკადემიის“ მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ სახელმძღვანელო სკოლისწინ მოსამზადებელი ძალიან კარგი საშუალებაა:

„შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ბატონ გოჩასთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, როგორც საბავშო ბაღების მენეჯერები, ისე აღმზრდელები; „პირველკლასელთა აკადემია“ შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებზეა გათვლილი, რათა უკეთ მოემზადონ სკოლისთვის, თუმცა ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმძღვანელო უზრუნველყოფს მშობელთა აქტიურ ჩართულობასაც შვილების განათლებაში.

პირადად გავეცანი „პირველკლასელთა აკადემიას“ და თამამად შემიძლია ვთქვა - სასკოლო მზაობისთვის მისი გამოყენება აუცილებელიც კია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად დაინერგება ის ინოვაციები, რასაც წიგნი-რვეული გვთავაზობს“.

ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ალეკო სურგულაძემ კი „პირველკლასელთა აკადემია“ ერთი სიტყვით დაახასიათა და სახელმძღვანელოს სამომავლო მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„შესანიშნავია! ამ ერთი სიტყვით შემიძლია დავახასიათო „პირველკლასელთა აკადემია“, ნასიამოვნები ვარ ამ შეხვედრით და აღმზრდელებმაც მოიწონეს სახელმძღვანელო. „პირველკლასელთა აკადემია“ მომავალი თაობების აღზრდა-განათლებას ემსახურება და თამამად ვიტყვი - ესაა ჩვენი ხვალინდელი დღე. 

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის როლს, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი განათლების პოპულარიზაციას, არაფორმალური განათლების პროექტებს და სიმართლე გითხრათ, „პირველკლასელთა აკადემიას“ დიდი პიარი არც სჭირდება - იმდენად ღირებულია თითოეული ჩვენგანისთვის“. 

თამუნა თავზარაშვილმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორის მოადგილემ კი, ისიც გვითხრა, როგორც მშობელი, აქტიურად გამოვიყენებ „პირველკლასელთა აკადემიას შვილების სასკოლედ მომზადებისთვისო:

„გვქონდა ბედნიერება გავცნობოდით ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილ წიგნ-რვეულს „პირველკლასელთა აკადემიას“ და განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ ბატონმა გოჩამ თავად წარგვიდგინა თავისი სულისა და გულის ნაწილი - ეს სახელმძღვანელო, რომელიც ყველა მომავალ პირველკლასელს დაეხმარება მომზადებულმა, მყარი ცოდნით შეაბიჯოს სკოლაში.

მეც გავეცანი პირველკლასელთა აკადემიას და ძალიან მომეწონა- ესაა არაჩვეულებრივი ხარისხის, ძალიან კარგად შედგენილი წიგნი-რვეული. ჩემი შვილები - ტყუპები მყავს - წელს შედიან სკოლაში და მოხარული ვარ, რომ პირადად მომეცემა საშუალება, ბავშვებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიარო ეს საინტერესო გზა, რომელსაც „პირველკლასელთა აკადემია“ ყველა ბავშვსა და მშობელს სთავაზობს.

ასევე დარწმუნებული ვარ, საბავშო ბაღის აღმზრდელებისა თუ მასწავლებლების ძალიან საინტერესო იქნება „პირველკლასელთა აკადემიის“ საშუალებით ბავშვების სასკოლედ მომზადება... აქვე გეტყვით - ჩემს შვილს ჰქონდა საშუალება, დასწრებოდა ბატონი გოჩას პრეზენტაციას და აღფრთოვანება ვერ დამალა - დედიკო, როგორ კარგად აგვიხსნა ყველაფერიო...

დარწმუნებული ვარ, სამომავლოდაც კიდევ მოგვეცემა საშუალება, პირველკლასელთა აკადემია ჩვენი შვილების განვითარებისა და განათლების აქტიურად გამოვიყენოთ და ამისთვის მადლობას ვუხდი ავტორს - გოჩა ტყეშელაშვილს, ასევე ოზურგეთი ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, მაკა ჭყონიას... გისურვებთ წარმატებებს და მინდა, იცოდეთ, ყოველთვის გგულშემატკივრობთ“. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

როდიდან გამოიდარებს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

ამ ხატის წინაშე იმ ბავშვების მშობლები ლოცულობენ, რომელთა შვილები სწავლის ნიჭითა არ არიან დაჯილდოებულნი,

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება