სიახლეები
ეტალონი

„ამაზე მეტი პატრიოტიზმი არ ვიცი, რომ შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად „ეტალონი“ არ გაჩერდა“ - აბაშის სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა
29-09-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანს მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება წარმოადგენს. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში აბაშელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში აბაშის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის მნიშვნელობაზე აბაშის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

ზურაბ უჩანეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანათის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მონაწილეობას ყოველთვის ვიღებდით. ბოლო წლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით მეორე ადგილზე გასული მოსწავლე მყავს, რომელსაც სამწუხაროდ, სხვა ბავშვმა მხოლოდ ერთი ქულით გაუსწრო. ყოველ წელს გვყავს გამორჩეული ბავშვები და იმედია, გამარჯვებული მოსწავლე წელსაც გვეყოლება. „ეტალონი“ ზოგადი განათლების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. შეკითხვები სხვადასხვა საგნების ნაკრებს წარმოადგენს, ამიტომ მოსწავლეებისთვის თვითმოტივაციაა, რომ კონკურსში ჩაერთონ და შედეგებზე გავიდნენ. „ეტალონს“ მე პირადად დადებითად ზუსტად იმიტომ ვაფასებ, რომ სასწავლო პროგრამას მოიცავს. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ორი წელი გვყავდა და სხვათაშორის, გადაცემის ჩაწერაზეც ვიყავით, რაც ძალიან კარგი იყო. ჩვენი სკოლა „ეტალონს“ მხარს ყოველთვის დაუჭერს, რადგან ბავშვებისთვის არის ძალიან კარგი. ანალოგიური პროექტები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან მოსწავლის განვითარებისთვის მსგავსი კონკურსები მნიშვნელოვანია. „ეტალონი“ იმით არის კიდევ გამორჩეული, რომ ტრადიციას არ ღალატობს და დისტანციურად კონკურსს მაინც ატარებს. ზუსტადაც რომ არ უნდა მოვეშვათ, მოსწავლეები აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულები და იმედია, ვირუსს დავამარცხებთ და ერთმანეთს პირისპირ კვლავ შევხვდებით.

რუსიკო მუმლაძე, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის დ. ტყებუჩავას სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ბავშვებისთვის და მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენი სკოლა ჩემპიონატში აქტიურად არის ჩართული და მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ. რა თქმა უნდა სჯობს, პირისპირ ვხვდებოდეთ, თუმცა დასაფასებელია, რომ ტრადიციებს „ეტალონი“ არ ღალატობს და ბავშვებისთვის კონკურსს დისტანციურ რეჟიმში მაინც აგრძელებს.

რევაზ კორძახია, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ ჩვენი სკოლა ყოველთვის სიხარულით მონაწილეობდა და შედეგებით სულ კმაყოფილები ვრჩებოდით. იქიდან გამომდინარე, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ კონკურსის მეორე ეტაპზე ჩვენგან მხოლოდ ერთი ბავშვი გადავიდა. ძალიან კარგია, რომ კორონავირუსის მიუხედავად ტრადიცია არ დაირღვა, ინტელექტ-ჩემპიონატი გაგრძელდა და „ეტალონმა“ ბავშვებს სტიმული არ დაუკარგა. მოხარულები ვართ, რომ „ეტალონში“ ჩვენი ბავშვები მონაწილეობენ და წარმატებებს აღწევენ, სცდიან საკუთარ ცოდნას და ივითარებენ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს.

ლიანა საკანდელიძე, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ კვათანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა „ეტალონში“ ყოველთვის აქტიურად ერთვებოდა და ძალიან მოგვწონს. მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ არამხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებსაც ძალიან გვიყვარს და ყოველთვის სიხარულით ვერთვებით. ამაზე მეტი მონდომება, პატრიოტიზმი და ბავშვის სიყვარული არ ვიცი სხვაგვარად როგორი უნდა იყოს, რომ შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად „ეტალონი“ არ გაჩერდა. მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ეს პროექტი ძალიან დიდი სტიმულია, რომ გაეცნონ სიახლეებს და გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები.

პაატა რურუა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი სკოლა ყოველთვის მონაწილეობდა. ეს პროექტი მოსწავლეებისთვის ძალიან კარგია, რადგან ეძლევათ შესაძლებლობა შეამოწმონ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები. ნამდვილად დასაფასებელია, რომ  „ეტალონი“ კვლავ გრძელდება და ბავშვები აქტიურად იღებენ მონაწილეობას.

ზურაბ გრიგოლია, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა ტრადიციულად წელსაც ჩართულია „ეტალონში“. ამ პროექტთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და გვსურს, რომ მუდმივად გაგრძელდეს. ბავშვებს ჩემპიონატში მონაწილეობა მოსწონთ და იმედოვნებენ, მსგავს კონკურში მონაწილეობის მიღება კვლავ შეეძლებათ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება