სიახლეები
სიახლეები

„დაჩლუნგდნენ ბავშვები, დაავიწყდათ წერა-კითხვა“ - მშობლები სკოლების გახსნაზე
02-10-2021
-
+


მთავრობის და ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდება. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მშობლების ნაწილში სიხარული გამოიწვია, ნაწილი კი უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ სკოლაში მოსწავლეების გაშვება საშიშია, რადგან დახურულ სივრცეში ვერ მოხერხდება უსაფრთხო გარემოს შექმნა. 

გაუშვებენ თუ არა 4 ოქტომბერს სკოლაში მოსწავლეებს - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში მშობლები აქტიურად აფისირებენ თავიანთ მოსაზრებებს:

„რა თქმა უნდა, გავუშვებ. სკოლა და ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაცია აუცილებელია, დავიღუპებით ამის დეფიციტით! რომელი მშობელიც ონლაინს ირჩევთ და პანდემიის შიში გაქვთ უკაცრავად და მთელი ოჯახი თვით იზოლაციაში ხართ? გარეთ არ დადიხართ? თუ მარტო სკოლა არის პანდემიის საშიშროების ზონა?! სკოლა აუცილებელია ბავშვისთვის. მოსწავლეებს ისედაც ეზარებათ სწავლა და ახლა მგონია, მშობლებიც ხელს უწყობთ ბავშვის გონებრივ ჩამორჩენას ონლაინ-სწავლებით.“

„ბავშვი სულ სახლში ხომ არ გყავთ? არა, რა თქმა უნდა, ეზოში გადის, ბავშვებთან თამაშობს შესაბამისად კონტაქტი და ურთიერთობა აქვთ ბავშვებთან, მაგრამ ეზოს და საკლასო ოთახს ვერ შევადარებ. საკლასო ოთახი დახურული სივრცეა და საშიშია. არ მომწონს ონლაინი, მაგრამ მეშინია სკოლაში გაშვების, ამიტომ ვირჩევ დისტანციურ სწავლებას.“

„ფანჯრის გაღება და თბილად ჩაცმა ჯობია, სახლში უმოქმედოდ, პატიმრებივით ყოფნას. რანაირად ადარებენ ღია სივრცეს და დახურულს ერთმანეთს ვერ ვხვდები“.

„რატომ უნდა დაესწროს ბავშვი ონლაინ გაკვეთილს ლოგინში? - ეს ბავშვის დაუდევრობა კი არა მშობლის უპასუხისმგებლობაა, ბოდიშით პირდაპირობისთვის. ონლაინი აღარ გამაგონოთ. გთხოვთ, დაიწყეთ სკოლაში სწავლება თორემ მომავალი თაობა დაგვრჩება გაუნათლებელი და დასტრესილი, დისტანციური სწავლების წყალობით“.

„სკოლა კი კარგია, მაგრამ გავრცელდება დაავადება. მე-5 ტალღასაც ხომ გვიწინასწარმეტყველეს და მერე ბავშვებზე დაიწყება ექსპერიმენტების ჩატარება აცრების სახით ... ბავშვებს კი წარმატებებს და ჯანმრთელობას ვუსურვებ“.

„ვისაც ეშინია, გადაიყვანოს ონლაინზე ბავშვი, არჩევანის საშუალება არის და გვაცადეთ!“

„ზოგიერთს ჰგონია, თუ მისი შვილი წამოწოლილი არ უსმენს გაკვეთილს უკეთესად სწავლობს“.

„ვფიქრობ, სკოლაში, დახურულ სივრცეში, დიდია დაინფიცირების საშიშროება, რაც რამდენიმე დღეში შესამჩნევი იქნება... შემდეგ კი, ისევ გადავალთ ონლაინზე და თან, ხელში შეგვრჩება დაინფიცირებული შვილები და შვილიშვილები. გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და შემდეგ დავუბრუნდეთ სკოლის კედლებს...“

„ის უპასუხისმგებლო ბავშვები, ვინც საწოლიდან ერთვებიან გაკვეთილებზე, არ ასრულებენ დავალებებს, არ აქტიურობენ, არ ურთავენ მიკროფონს მასწავლებელს, როდესაც კითხვას დაუსვამს,მგონია რომ სკოლაშიც არაფრის გამკეთებლები არ არიან. ჩემი შვილები დარჩებიან ონლაინ, რადგან ისინი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დისტანციურ სწავლებას“.

„დაჩლუნგდნენ ბავშვები, დაავიწყდათ წერა-კითხვა, გაუმართავი ონლაინ-სწავლება მოქმედებს მათ ნერვულ სისტემაზე. ხან ჭედავს, ხან ვერ შედიან „თიმსში“. ამიტომ აუცილებად უნდა წავიდნენ სკოლაში“.

„სკოლა გვინდა! მთელი დღე კომპიუტერთან მიჯაჭვული ბავშვების ჯანმრთელობა შეირყევა, ონლაინ-სწავლება გამოშტერებაა, სხვა არაფერი“.

„სკოლა ჯობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის განათლებაზე წინ ბავშვის ჯანმრთელობა დგას, ამიტომ არ გავუშვებ სკოლაში. ამდენი ბავშვი, რომ მიაწყდება ერთად ამ დახურულ სივრცეში რომელ რეგულაციებზეა საუბარი.“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები მასწავლებელთა სქემაში - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

თბილისის ბაღების თანამშრომლებს ხელფასი 10 პროცენტით და კიდევ 125 ლარით გაეზრდებათ

400-მდე ახალი ვაკანსია საჯარო და კერძო სკოლებში - რომელი საგნის სპეციალისტებზეა მოთხოვნა

 ავტორიზაციის საბჭო 15 იანვარს ხუთი სკოლის მონიტორინგის შედეგს განიხილავს

რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

 შრომის საჯარო სკოლაში შობა-ახალი წელი იზეიმეს


სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნაძვის ხე უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ნარჩენისგან, სადაც ბავშვებს უნდა გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები 

საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება