მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალში მონაწილეობდა და II ადგილის მფლობელი გახდა.
სკოლის ეკოკლუბმა ჯილდოდ 6000-ლარიანი გრანტი მოიპოვა.
ასევე, კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ეკომიმართვის ავტორი გამოვლინდა და ეს წოდება კიცხის საჯარო სკოლის ლიდერმა, შოთა ზვიადაძემ დაიმსახურა. იგი ეკოლიდერთა სკოლის ორთვიან პროგრამაში შერჩევითი კონკურსის გარეშე მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბერს, მწვანე მომხმარებლის მსოფლიო დღეს, ფინალის მონაწილე 30 სკოლის ეკოკლუბებმა ჟიურის წევრებსა და მიწვეულ სტუმრებს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობები წარუდგინეს. შეხვედრაზე ეკოკლუბებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა თომას მიულმანმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა და FAO-ს ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა, მიხეილ სოხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს CENN-ის მიერ დაარსდა, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა