მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა;
ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აწერს, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №163/ნ ბრძანებაში (30/12/2014, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016898) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს“.
მე-2 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტი კი, თავის დროზე მოიაზრებს: მასწავლებლის სახლი „შეიმუშავებს ან/და ახორციელებს პროგრამებს პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის სწავლა/სწავლების ხელშეწყობისთვის“. მისი ბრძანებიდან ამოღება კი ავტომატურად ნიშნავს ამ ფუნქციის მასწავლებლების სახლისთვის ჩამოშორებას. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად Etaloni.ge-მ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს მიმართა:
- ბატონო ბერიკა, ეს ბრძანება ნიშნავს, რომ მასწავლებლის სახლი პროფესიულების პედაგოგების გადამზადებაში აღარ მიიღებს მონაწილეობას?
- ეს ამას არ ნიშნავს. სახელმწიფო კომისია მუშაობს ამ საკითხზე და უახლოეს ხანებში გაცნობებთ თუ რა ფორმით იქნება მასწ. პროფ. განვითარება; ჯერ მზად არ არის თუ რა ფორმით გაგრძლედება მასწ. პროფ. განვითარება. სახელმწიფო კომისია მუშაობს ამ საკითხზე.
თუმცა, რა არის მზად და რა - არა, კონკრეტულ შემთხვევაში უმნიშვნელოა, რადგან ბრძანება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, უკვე ძალაშია და მას ხელს განათლების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი აწერს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.