მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალში მონაწილეობდა. ეკოკლუბის წევრებმა კონკურსის ფარგლებში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს.
გუმბათის საჯარო სკოლას თბილისის ზოოპარკისგან ბიომრავალფეროვნების თემაზე საგანმანათლებლო მასალები გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბერს, მწვანე მომხმარებლის მსოფლიო დღეს, ფინალის მონაწილე 30 სკოლის ეკოკლუბებმა ჟიურის წევრებსა და მიწვეულ სტუმრებს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობები წარუდგინეს. შეხვედრაზე ეკოკლუბებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა თომას მიულმანმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა და FAO-ს ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა, მიხეილ სოხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს CENN-ის მიერ დაარსდა, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი