TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

სწავლა თამაშით - თამაშები კითხვის მარტივად სასწავლად
04-12-2021
-
+


სკოლაში თამაშით სწავლება ნებისმიერ საფეხურზე ეფექტური მეთოდია, რადგან ბევრად საინტერესოს და სახალისოს ხდის საგაკვეთილო პროცესს. დაწყებით საფეხურზე და მით უმეტეს პირველ კლასში, თამაშით სწავლებას სასურველ შედეგამდე მიჰყავს, როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლე და მშობელი, ვინაიდან ხელს უწყობს: შემოქმედებითი და გუნდური უნარების განვითარებას, მობილიზებას და ლოგიკური კავშირების დამყარებას კონკრეტული საკითხის მიმართ.

I-II კლასში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსწავლეებისათვის წერა-კითხვის სწავლაა. ბავშვებს ურთულდებათ მარცვლებისგან სიტყვის შეკვრა, ხოლო სიტყვებისგან - წინადადებების. მათთვის ეს პროცესი მარტივად აღსაქმელი, საინტერესო და მხიარული რომ გახდეს, კარგია სხვადასხვა თამაშებისა და აქტივობების შეთავაზება, მაგალითად, როგორიცაა „სიტყვობანა“ და „მხიარული ბანქო“. ორივე თამაშის პრინციპი ერთია, უბრალოდ პირველი მარცვლების სიტყვებად შეკვრას ასწავლის ბავშვებს, მეორე - წინადადებების.

„მხიარული ბანქო“ აგებულია გუნდური თამაშის პრინციპზე და მიზნად ისახავს მარცვლების სიტყვებად გამთლიანებისა და მიღებული  სიტყვებით წინადადებების აწყობას. პროცესი მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისოა და დიდი ინტერესით ელოდებიან საბოლოო შედეგს.  

თამაშის დაწყებამდე, მასწავლებელი არჩევს პატარა ტექსტს და ამზადებს პატარა ფერად ფურცლებს( თუმცა, ჩვეულებრივი ფურცელიც შესაძლებელია), რომლებზეც დაწერილია მარცვლები. მარცვლებმა უნდა შეადგინონ სიტყვები, ხოლო სიტყვებმა - წინადადებები. წინადადებების შეერთებით კი პედაგოგის მიერ არჩეული ტექსტი უნდა მიიღონ მოსწავლეებმა.

მასწავლებელს შეუძლია კლასი დაჰყოს ჯგუფებად (შეგიძლიათ ტექსტიც სხვადასხვა იყოს ჯგუფებისთვის) და დაურიგოს ბანქო, იგივე ბარათები. მოსწავლეები წაიკითხავენ შედგენილ წინადადებებს და განათავსებენ თანმიმდევრობის მიხედვით, რომ ტექსტის წყობა არ დაირღვეს(მათი ვარაუდით). ბოლოს კი წაიკითხავენ მიღებულ ტექსტს.

თვალსაჩინოებისთვის სასურველია, თუ ფერად წებოვან ფურცლებს გამოიყენებთ, რადგან დროის დაზოგვის მიზნით, მარტივად ააწყონ ბავშვებმა მარცვლები. ასევე, მიღებული სიტყვები და წინადადებები შესაძლოა გადაიტანოთ ქაღალდზე ან დაამაგროთ თოკზე.

თამაშის დროს მასწავლებელი დაინახავს, თუ რამდენად ახერხებენ ბავშვები მარცვლების ამოცნობას, იცავენ თუ არა გუნდურობის წესებს და არიან თუ არა აქტიურები.

რაც შეეხება „სიტყვობანას“, იგივე პრინციპი მოქმედებს ამ შემთხვევაშიც, ოღონდ ბავშვები მარცვლებისგან ადგენენ სიტყვებს და მიღებულ შედეგს ამაგრებენ ფურცელზე ან თოკზე. შესაძლებელია მაგნიტური დაფის გამოყენებაც.

პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტექსტი იყოს მარტივი, საინტერესო და ადვილად გასაგები - 5-6 წინადადებიანი; მარცვლები უნდა დაყოთ მარტივად, რომ სიტყვა აღქმადი იყოს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება