კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდმა მაუდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა
28-01-2018
დაკოპირებულია
-
+
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლის სეზონის სუპერლიგა A-ს ფარგლებში გამართულ მატჩში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, მაუდის ნაკრებს დაუპირისპირდა.
კსუ-ს ფეხბურთელებისათვის შეხვედრა წარმატებული გამოდგა. მოთამაშეებმა მეორე ტაიმში, 38 წუთზე ორი გოლის გატანა მოახერხეს. მეტოქის კარი ნიკოლოზ გორდულაძის გოლის შემდეგ, გარი წერეთელმა დალაშქრა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი 2:1 დაფიქსირდა.
მატჩის დასასრულს, ტრადიციულად, ორივე გუნდიდან თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს. კსუ-ს მხრიდან ეს გამარჯვება გუნდის მცველმა დავით ხარაზმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ კსუ-ს გუნდის მწვრთნელი ილია მოდებაძე გახლავთ, გუნდს უახლოესი თამაში 11 თებერვალს თელავის სპორტულ კლუბთა გაერთიანებასთან აქვს ჩანიშნული.
„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა- მონუმენტი „საქართველოს მემატიანე“-კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა პროექტი ხელოვნების კვლევასა და ანალიზს დაეთმო