მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ მოსწავლეებს საზეიმოდ, ღიმილითა და სიხარულით შეხვდით, ამით აღსაზრდელებს საკუთარი გრძნობების გულწრფელობაში დაარწმუნებთ და პოზიტივით დამუხტავთ.
მოამზადეთ საკლასო ოთახი
შექმენით კლასში სადღესასწაულო ატმოსფერო. კლასი საზეიმოდ მორთეთ და ამით მოსწავლეების მოტივაციასა და განწყობაზე იზრუნეთ.
მიეცით, მოსწავლეებს ერთმანეთის ნახვით გამოწვეული სიხარულის გამოხატვის საშუალება
წარმოიდგინეთ, ზარი დაირეკა, გაკვეთილი დაწყებულია, მაგრამ მთელ კლასში ჩურჩულის ხმა ისმის. მოზარდები ერთმანეთს ესაუბრებიან. ბევრი მოსწავლე მონატრებული თანაკლასელების ნახვის გამო ეიფორიაშია. ატმოსფერო არასამუშაოა. თუ მოვთხოვთ
აღარ ისაუბრონ, სავარაუდოდ შედეგს მოვცემს, მაგრამ მოსწავლეები ჩუმად დასხდებიან და ზარის დარეკვას დაელოდებიან, რომ გააგრძელონ განხილვა, რომელიც თქვენ შეაწყვეტინეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ყურადღებას ვერ მოიპოვებთ.
გაკვეთილის დასაწყისშივე აჩვენეთ მოსწავლეებს, რომ მათი მღელვარება და აღტკინება გესმით. აუხსენით, რომ საჭიროა ახალი მასალის ახსნა, მაგრამ მზად ხართ ემოციების გაზიარებისთვის 10 წუთი გამოყოთ. ამით, კი მათ ყურადღებას მთელი გაკვეთილის განმავლობაში დაიმსახურებთ.
ახალი თემის შესწავლა თამაშით დაიწყეთ
გაკვეთილზე თამაშის ელემენტი შეიტანეთ. შეგიძლიათ გაკვეთილის თემიდან გამომდინარე შეადგინოთ დავალება კლასში წინასწარ დამალული მინიშნებებით, რომლებიც მოსწავლეებს კითხვებზე პასუხების მოძებნაში დაეხმარება. თამაშში ჩართვა მოსწავლეებს მოტივაციას მისცემს და სწავლების პროცესს ხალისით დაუბრუნდებიან.
გაკვეთილზე მუშაობის ისეთი ფორმა აირჩიეთ, რომ მოსწავლეებს საკუთარი აზრის გამოთქმის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
ასევე, ბავშვებს ძალიან უყვართ კოლექტიური შემოქმედებითი დავალებები. ამიტომ, გაკვეთილის დროს შეგიძლიათ ერთობლივი დავალება შესთავაზოთ, ამით მოსწავლეებს გაახსენებთ თუ რატომ უყვართ სკოლა.
იხილეთ ასევე: როგორ დავაწყნაროთ ხმაურიანი კლასი - 11 ოქროს წესი მასწავლებლებისთვის
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.