სიახლეები
სიახლეები, უნივერსიტეტები

აუცრელ სტუდენტებს უმაღლესებში არ უშვებენ, ლექტორებს კი ხელშეკრულებას არ უფორმებენ - პრობლემაზე განათლების ექსპერტი საუბრობს
30-09-2021
-
+


ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, დღეს, პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის - ამ ეტაპზე კაცობრიობას სხვა, უკეთესი ალტერნატივა არ გააჩნია, თუმცა აცრის მიმართ მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ვაქსერები და ანტივაქსები ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან. სოციალურ ქსელებშიც ხელჩართული ბრძოლა მიდის წესების გარეშე; ამასობაში კი ქვეყნის ხელისუფალნი პირდპირი თუ არაპირდაპირი გზებით ცდილობენ საზოგადოება ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნონ. აზრთა სხვადასხვაობაა განათლების სექტორში. უმაღლეს სასწავლებლებში კი, როგორც განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, სტუდენტებსა და ლექტორებს აიძულებენ აიცრან და „ისე ექცევიან, როგორც მონებს“ - ამის შესახებ მან ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა.

„ჩვენთან, როგორც მონებს, ისე ექცევიან სტუდენტებს - ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. საერთაშორისო დონეზე ვადევნებ თვალყურს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პროცესებს, საპროტესო აქციებსაც... როგორც განათლების ექსპერტი, ვინტერესდები ევროპის, ამერიკისა და აზიის ქვეყნების უნივერსიტეტებში რა ხდება. აუცრელ სტუდენტს არც ერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ ეუბნება: გართმევ განათლების მიღების უფლებას! ყველა ქვეყანაში სტუდენტებთან წავიდნენ დათმობაზე, არჩევნებისა თუ სხვადასხვა მიზეზის გამო, რადგან არავის სურს ფართომასშტაბიანი გამოსვლები“.

აქვე ნიკოლაიშვილმა პრემიერს უსაყვედურა, რატომ შეიტანა ცვლილებები მთავრობის N322 დადგენილებაში, რომელიც სამედიცინოს სტუდენტების ვაქცინაციას ეხება და რომელიც დისკრიმინაციულია:

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო: ბატონო ირაკლი, თქვენ იცით რაზე მოაწერეთ ხელი? ნახეთ, ბრძანება? ამით აპელირებენ ჩვენი რექტორები და ამბობენ, რომ თავად არაფერ შუაში არიან; არ ხვდებიან თავიანთ სტუდენტებს და თქვენსკენ ამისამართებენ.

რატომ შეიტანეთ ცვლილებები მთავრობის N322 დადგენილებაში, რომელიც ჯერ კიდევ გახარიას დროს მიიღეს, რათა ასეთი დისკრიმინაცია გამოეწვია? სინამდვილეში, ეს დოკუმენტი არა ღარიბაშვილმა, არამედ ისევ და ისევ კოვიდ-ფაშისტმა გამყრელიძემ, კოვიდ-ფაშისტმა იმნაძემ და მათმა დაჯგუფებამ შექმნა.

თუ გინდათ, არჩევნებზე ხალხი მოვიდეს, 2 ოქტომბრამდე გააკეთეთ განცხადება ან მიუთითეთ რექტორებს, რომლებიც მონებივით ექცევიან სტუდენტებს, ადამიანებად არ აგდებენ და არც კი ხვდებიან მათ... ეს ეხება ყველა უმაღლეს სასწავლებელს! ოდნავ შერბილებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის დამოკიდებულება...“

მანანა ნიკოლაიშვილმა ისიც დასძინა, რომ არავაქცინირებული სტუდენტები იჩაგრებიან, რის გამოც რექტორებს მიმართა:

„რექტორების საყურადღებოდ! როგორც კი გავიგებ, არ ხვდებით სტუდენტებს, მაშინვე დავდგები კამერების წინ, დავასახელებ თითოეულის გვარ-სახელს და ბრძოლას დავიწყებ, ანგაჟირებული რექტორების წინააღმდეგ. 

„კავკასიის უნივერსიტეტის“ რექტორმა, ბატონმა კახა შენგელიამ სატელეფონო საუბრისას თავად მითხრა, რომ არ დაუშვებდა არავაქცინირებულ სტუდენტს: არ მაინტერესებს არც გამყრელიძე, არც  მთავრობის დადგენილება, მინისტრების ბრძანებები... ეს არის ჩემი, კერძო უნივერსიტეტი, კერძო ბიზნესი და როგორც მინდა, ისე გავაკეთებო.

რატომ არ დაუშვებთ, კახა-მეთქი? - ვიკითხე, რაზეც მიპასუხა - იმიტომ, რომ ისინი მკვლელები არიან!

ხალხო, ჭკუა-გონება დაკარგეთ? აზროვნების უნარი დაგეკარგათ? ვაქცინირებული სტუდენტისგან გადამედება ვირუსი თუ არავაქცინირებულისგან, ხომ მაინც დავინფიცირდები? ვაქცინირებული, საერთოდ რომც არ იყოს გადამტანი, მაშინაც კი არ გაქვთ უფლება სტუდენტს, ახალგაზრდას, მკვლელი უწოდოთ!“

განათლების ექსპერტმა ისიც აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებლებს შრომითი ხელშეკრულება ვაქცინის გაკეთებამდე არ დაუდეს -  „იმ პროფესორ-მასწავლებლებს, ვინც არ იყო აცრილი, არ გაუფორმეს შრომითი ხელშეკრულებები.ზოგიერთ უნივერსიტეტში ახლა უნდა დაიდოს შრომითი ხელშეკრულება და ეს კიდევ ცალკე პრობლემაა“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება