მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სასკოლო სივრცეში პირისპირ სწავლების აღდგენის შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად, მანდატურები მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ სკოლების ადმინისტრაციებს მოსწავლეთა და პედაგოგების ჯანმრთელობისთვის საჭირო რეკომენდაციების აღსრულებაში“ - ამის შესახებ ინფორმაციას მანდატურის სამსახური ავრცელებს.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში, კონკურსის წესით შერჩეული, 64 ახალი მანდატური დაემატა. ისინი თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.
ახალმა მანდატურებმა შსს აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს. მათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები, მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შეისწავლეს.
ამ ეტაპზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, 607 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი.
მუშაობას სრული დატვირთვით აგრძელებს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მოსმსახურების ცენტრიც, რომელიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსწავლეებისთვის უფასო და მაღალკვალიფიციური ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.