მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მთავრობის გადაწყვეტილებით მოსწავლეები საკლასო ოთახებში 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან, თუმცა სურვილის შემთხვევაში მათ უფლება აქვთ სწავლა დისტანციურ რეჟიმში გააგრძელონ.
როგორც უკვე ცნობილია, დისტანციური სწავლის არჩევა ხუთშაბათობით იქნება შესაძლებელი. თუმცა, „ეტალონმა“ დააზუსტა ისეთ საკითხები, რომლებიც მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სამინისტროს არ გაუვრცელებია. მაგალითად რა მოხდება თუკი კლასის უმეტესი ნაწილი დისტანციურ სწავლას აირჩევს, არის თუ არა შეზღუდული ონლაინ სწავლების არჩევის რაოდენობა ან ყოველ კვირა თავიდან უნდა აირჩიონ თუ არა სასურველი ფორმატი მშობლებმა და მოსწავლეებმა.
აღნიშნულ კითხვებზე პასუხის მისაღებად განათლების სამინისტროს დავუკავშირდით და როგორც უწყებაში განგვიმარტეს, დისტანციური მოდელის არჩევა მშობელს რამდენჯერაც მოუნდება იმდენჯერ შეუძლია და რაოდენობა შეზღუდული არ არის. ამასთან, ონლაინ სწავლების არჩევის შემთხვევაში მოსწავლე იქამდე იქნება დისტანციურად, ვიდრე სწავლის ფორმატს არ შეცვლის.
რაც შეეხება, საკითხს, გადავა თუ არა მთელი კლასი დისტანციურ სწავლაზე, თუ უმეტესობა ონლაინ სწავლებას აირჩევს, უწყებაში პირდაპირი პასუხი არ გაუციათ. როგორც გვითხრეს, ამას სკოლა თავად გადაწყვეტს. „საკითხებს დაარეგულირებს თავად სკოლა, ყველა ინტერესის გათვალისწინებით“.
იხილეთ : დისტანციური სწავლის არჩევა ხუთშაბათობით შეგეძლებათ - ვადები და დეტალები
ყველა სკოლა იხსნება 4 ოქტომბრიდან - მთავრობის გადაწყვეტილება გამოცხადდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.