ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლა გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალში მონაწილეობდა
30-09-2021
დაკოპირებულია
-
+
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლა გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფინალში მონაწილეობდა.
კონკურსში ჩართულ ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თბილისის ზოოპარკი საგანმანათლებლო ტურზე მიიწვევს და ბიომრავალფეროვნების თემაზე საგანმანათლებლო მასალებს საჩუქრად გადასცემს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულიც ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბელი გახდა. იგი ჟიურის მუდმივმა წევრმა, კარლო ამირგულაშვილმა გამოავლინა. რჩეული ეკომიმართვის ავტორი, ქალაქ ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის ეკოკლუბელი ესაილ იგიტიანია, იგი ერთი დღით გარემოს დაცვის მინისტრი გახდება.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ 2021 წლის გამარჯვებულები 28 სექტემბერს გამოვლინდნენ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს CENN-ის მიერ დაარსდა, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.