სიახლეები
სიახლეები, იაზროვნე

გამარჯობა თუ გამარჯობათ - რაც აქამდე შეცდომა გეგონათ
05-11-2021
-
+


„გამარჯობათ არა! გამარჯობა!“ - ალბათ, ბევრს მიუღია ასეთი შენიშვნა. სინამდვილეში კი ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში ორივე ფორმა სწორია, როგორც „გამარჯობა“, ასევე „გამარჯობათ“. ასევე არ შეიძლება შეცდომად ჩაითვალოს „საღამო მშვიდობისათ!“, „დილა მშვიდობისათ!“ რადგან ასეთი მიმართვა მრავლობით ფორმას გამოხატავს, ისევე როგორც „გამარჯობათ“ და საზოგადოებაში დამკვიდრებულია.

აკაკი შანიძის „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლებში“ ვკითხულობთ:

„საყურადღებოა, რომ ეგევე თ (ეგებ „თქვენ“ სიტყვის გავლენითაც) ზმნებიდან სხვა მეტყველების ნაწილებშიც გადავიდა და დაერთო სიტყვას, რომელიც მრავლისადმია მიმართული: გამარჯობა თ! საღამო მშვიდობისა-თ!“

„თ“-ს დართვით ირკვევა ერთს ესალმებით თუ რამდენიმეს, ასევე თავაზიანად მიმართავთ თუ არა, უფრო მეტიც, ვისაც შენობით ესაუბრებით, მათთან „გამარჯობა“ გამართლებულია, თუ უცნობს გინდათ პატივისცემით მიმართოთ, მაშინ „გამარჯობათ“ დაშვებული ფორმაა.

„გამარჯობათ“ - ამ ფორმას შეხვდებით ქართველი მწერლების ლიტერატურაშიც, მაგალითად ვაჟა-ფშაველასა და გიორგი ლეონიძის ნამუშევრებში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება