მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესს ახლაშენებულ, კეთილმოწყობილ სკოლაში განაახლებენ.
სკოლის დირექტორი ნონა მებონია მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სკოლის მშენებლობის დასრულებას ულოცავს.
დღეს დიდი სიხარულით გაუწყებთ სკოლის კოლექტივს, მოსწავლეებს, მშობლებს სკოლის ოფიციალურად ჩაბარებას. 4 ოქტომბერს ვახტანგ კვარაცხელიას N4 საჯარო სკოლაში ორი წლის შემდეგ პირველად დაირეკება ზარი და შეუძღვება მოსწავლეებს საკლასო ოთახებში, სადაც მათთვის შექმნილია კეთილმოწყობილი სასკოლო გარემო, უახლესი ტექნიკითა და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსით. სკოლის მოსწავლეებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი ცოდნის მწვერვალების დასაპყრობად და სკოლის სახელის კიდევ უფრო შორს გასატანად.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლის ძალისხმევითაც სკოლა აშენდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელ გუბერნატორს ბატონ ალექსანდრე მოწერელიას, მაშინდელ მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ გოგა გულორდავას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს ბატონ ბესო ფარცვანიას, რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ლირა ღურწკაიას, რომლებიც მხარში გვედგნენ, მადლობა აწ განსვენებულ ვალერი ჭანტურიას, მის მიერ გაღებული ძალისხმევისათვის, რომ ვახტანგ კვარაცხელიას სახელი ახალ სკოლაში ხსენებულიყო. მადლობა ბატონი ვახტანგის შვილს, ბატონ მამუკა კვარაცხელიას, რომლის მხადაჭერის იმედი მუდმივად მქონდა. სამუშაო შეასრულა შპს. „ჯავამ“. არ შემიძლია მადლობით არ მოვიხსენიო მშენებელთა კოლექტივის დაუღალავი შრომა, რომელთაც ხელი ვერ შეუშალა ვერც პანდემიამ, ვერც დარმა თუ ავდარმა და მუშაობა არცერთი წუთით არ შეუწყვეტიათ. აშენდა მონოლითური შენობა, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს.
მიზანი მიღწეულია. სკოლა აშენებულია და მე ვთვლი, რომ ის ჩემი და მრავალი ადამიანის ახდენილი ოცნებაა“,- აღნიშნავს დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი