სიახლეები
სიახლეები

„აცრა იყოს სავალდებულო ორი ჯგუფისთვის, ესაა პედაგოგები  და სამედიცინო პერსონალი“ –გამყრელიძე
01-10-2021
-
+


„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა, უნდა იყოს სავალდებულო“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა და დასძინა, რომ ემხრობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო გახდეს, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე პედაგოგებისთვის.

მისი რეკომენდაციაა, ასევე აიცრან მშობლები, რათა ბავშვები დაინფიცირებისგან სრულად იყვნენ დაცულები.

„ჯერჯერობით ნებაყოფილობითია კოვიდი საწინააღმდეგო აცრები. სავალდებულო ჩვენთან გახლავთ წითელას და ბეჰეპატიტის აცრა ჩემი კოლეგებისთვის, ანუ სამედიცინო პერსონალისთვის, ეს დადგენილია შესაბამისი რეგულაციებით, მაგრამ პირადი პოზიცია რამდენჯერმე გავამჟღავნე, რა თქმა უნდა, ვემხრობი, რომ აცრა იყოს სავალდებულო ორი ჯგუფისთვის: ესაა სამედიცინო პერსონალი  –თუმცა, დღეს ექიმებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს აცრის - 78% ერთჯერადით და 70% ორჯერადით, მაგრამ სხვა სამედიცინო პერსონალში ექთნებში, უმცროს სამედიცინო პერსონალში, ადმინისტრაციულ პერსონალში, შედარებით დაბალია. მოგეხსენებათ, სამედიცინო დაწესებულებები პირველი ფრონტის ხაზია, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ აცრილი. მეორე, რა თქმა უნდა, პედაგოგები: პირველ რიგში საშუალო სკოლების პედაგოგები, რამეთუ მათ საქმე აქვთ ჩვენს მომავალთან. სასურველია, ისინი იყვნენ აცრილები. სერიოზულად აიწია აცრის მაჩვენებელმა პედაგოგებში, გვაქვს 63% მასწავლებლებში და 60%-მდე ადმინისტრაციულ პერსონალში ერთჯერადი აცრებით, ხოლო ორჯერადით - 52%-ია მასწავლებლებში. უსაფრთხო სკოლის კონცეფციისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი იყოს აცრილი. ასევე იყოს გზავნილები მშობლებისთვის, ჩვენ თუ გვინდა, რომ სრულად უსაფრთხო სკოლა გვქონდეს და ბავშვები ნაკლები რისკის ქვეშ დავაყენოთ, აუცილებელია მშობლები, ოჯახის სხვა წევრები იყვნენ აცრილები, ისევე როგორც მასწავლებლები“.

რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომ დღეს შეიტანეს კანონპროექტი, ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი, გამყრელიძემ აღნიშნა:

„კანონპროექტთან დაკავშირებით მე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს. მხარს ვუჭერ ამ ორი ჯგუფის სავალდებულო აცრას“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება