სიახლეები
ინტერვიუ

„თავად, რომ ვასწავლოთ, ჩვენც ყოველდღიურად უნდა ვსწავლობდეთ“ - ლესიჭანეს N3 საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა სიჭინავა
01-10-2021
-
+


ლესიჭანე N3 საჯარო სკოლა 4 ოქტომბერს მოსწავლეების შესახვედრად ემზადება. მართალია სწავლა დისტანციურად უკვე დაიწყო, თუმცა ოქტომბრის დასაწყისში მასწავლებლები და მოსწავლეები სასკოლო გარემოში გააგრძელებენ სწავლა-სწავლების პროცესს. მცირეკონტინგენტიანი სკოლის სათავეში მანანა სიჭინავაა - მეგობრული დირექტორი, რომელიც ყოველთვის სკოლის წარმატებაზე და განვითარებაზე ზრუნავს.

- ქალბატონო მანანა, რა მოლოდინები გაქვთ ახალი სასწავლო წლისგან და რამდენად გაქვთ მზაობა 4 ოქტომბერს, რომ საკლასო ოთახებში განაახლოთ სწავლება?

- ახალი სასწავლო წელი, როგორც ყველამ ჩვენც დისტანციურად დავიწყეთ და შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჩართვა. გვყავს მოსწავლეები, რომლებსაც ტექნიკის პრობლემა აქვთ და მათ მიღება-ჩაბარების პირობით, დროებით გადავეცით კომპიუტერები. ამ ეტაპზე სკოლაში მიმდინარეობს დეზინფექცია, მუშავდება საკლასო ოთახები, დერეფნები, სკოლის ინვენტარი და მოკლედ, ყველა ღონისძიებას ვატარებთ ვირუსის პრევენციისთვის. შესაბამისად, სრული მზაობა გვაქვს 4 ოქტომბრიდან ყველა რეგულაციის დაცვით, რომ  გავაგრძელოთ პირისპირ სწავლება.

- რამდენად უზრუნველყოფთ სკოლაში უსაფრთხო გარემოს, რომ კვლავ არ მოუწიოთ მოსწავლეებს დისტანციური სწავლება?

- ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, კლასში დაახლოებით 8-9 ბავშვია, შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მხრივ პრობლემა არ გვექნება. გასულ სასწავლო წელს დასწრებითი სწავლება გვქონდა, თან ისე, რომ ერთი დღეც არ ჩაგვიგდია. გამოცდილება უკვე გვაქვს და რეგულაციების დაცვით წარმატებით ვმართავთ პროცესს. იმედია, ეს ვირუსიც არ განიცდის მუტაციას და არ შევფერხდებით, რომ სწავლა-სწაველბის პროცესი, სასკოლო გარემოში გაგრძელდეს.

- ბავშვები, როგორ შეხვდნენ საკლასო ოთახებში დაბრუნების გადაწყვეტილებას?

- ძალიან უხარიათ და ერთი სული აქვთ, როდის  დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს. მშობლებიც გახარებულები არიან და არც ერთს გამოუთქვამს სურვილი დისტანციურ სწავლებაზე დარჩენის -  მათ შეუძლიათ თავად აირჩიონ სწავლების ფორმატი. 4 ოქტომბრის დიდი მოლოდინი გვაქვს და ყველა მოსწავლით ვიწყებთ დასწრებით სწავლებას.

- რას ფიქრობენ მასწავლებლები Covid-19 ვაქცინაზე და თავად ჩართულები ხართ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში?

- ჩვენი სკოლის მასწავლებლების 70% უკვე აცრილია. 80%- მდე ვერ ავედით, რადგან ზოგს ახალი გადატანილი აქვს ვირუსი და ამის გამო, ვერ იკეთებენ ვაქცინას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსწავლეებს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ.

- როგორ მიგაჩნიათ, აცრა სავალდებულო უნდა გახდეს?

- მასწავლებლები საკუთარი სურვილით იკეთებენ ვაქცინას - გათავისებული აქვთ ამ ყოველივეს საჭიროება. ვფიქრობ, დაძალებით არაფერი გამოვა, თუმცა ამ საკითხში კომპეტენტური ვერ ვიქნები, ეს ეპიდემიოლოგებმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა უნდ გადაწყვიტონ.

- როგორ ფიქრობთ, მასწავლებლის გამოცდები რეალურად ადასტურებს თუ არა მათ კომპეტენციას?

- ადასტურებს ნამდვილად, უბრალოდ ერთადერთი სურვილი მაქვს, სპორტის მასწავლებლებს დამატებით უნარების გამოცდა არ ჰქონდეთ ჩასაბარებელი, რადგან ეს მათ კომპეტენციაში არ შედის - საგნის გამოცდის ჩაბარებაც საკმარისი იქნება.

- სპორტის მასწავლებლების ნაკლებობაა სკოლებში?

- დიახ, დეფიციტია ამ მხრივ. ვფიქრობ, ნებისმიერი მასწავლებლისთვის მხოლოდ, საგნის გამოცდა საკმარისია და დამატებით უნარების საჭირო აღარაა.

- ტრენინგებზე და პრაქტიკოსების დაუსრულებელ შანსზე რას გვეტყვით?

- ტრენინგი და გადამზადება საჭიროა და სიახლეს ყოველთვის მივესალმები, ასე ფიქრობენ ჩემი პედაგოგებიც. თავად წამყვანი მასწავლებელი ვარ და მაგალითს ვაძლევ ჩემს პედაგოგებს. მათ ხშირად ვეუბნები, რომ უნდა აიმაღლონ სტატუსი და დაადასტურონ კომპეტენცია. ეს მათთვისაა კარგი და თან თავად, რომ ვასწავლოთ, ჩვენც ყოველდღიურად უნდა ვსწავლობდეთ.

- რამდენი წელია, რაც პედაგოგი ბრძანდებით და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

- უკვე 17 წელია ქიმიას ვასწავლი, ხოლო 7 წელი, რაც დირექტორის მოვალეობას ვასრულებ. ბავშვების სიყვარულმა განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი.

- ერთი პერიოდი საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი აღარ ჰქონდათ მოსწავლეებს, რა შეიცვალა ამ მხრივ?

- ჩემს მოსწავლეებს მოსწონთ და აინტერესებს საბუნებისმეტყველო საგნები, ყოველი შემთხვევისთვის ქიმიაზე ამის თქმა თავისუფლად შემიძლია. ზოგადად მასწავლებელზე ბევრია დამოკიდებული, რადგან მან უნდა დააინტერესოს მოსწავლეები საკუთარი საგნით. ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმია და ძალიან მეამაყება. მას რა ცოდნაც გადავეცი, იმით გავიდა გამოცდებზე.

- რატომ გადაწყვიტეთ დირექტორობა?

- ლესიჭანეს N3 საჯარო სკოლა ჩემი მშობლიური სკოლაა - თავადაც აქ ვსწავლობდი. პირველად პედაგოგად მუშაობაც აქ დავიწყე და როცა ჩვენი სკოლის დირექტორი  გარდაიცვალა მე ვასრულებდი მის მოვალეობას. დირექტორობის სურვილი დიდად არ მქონია, უბრალოდ კარგად ვიცნობ ჩემს სკოლას, კოლექტივს და ვიფიქრე, შემეძლო უკეთესობისკენ შემეცვალა ბევრი რამ -  მგონი ეს გამომივიდა კიდეც.

- როგორი დირექტორი ჰყავს ლესიჭანეს N3 საჯარო სკოლას, ქალბატონო მანანა?

- უპირველეს ყოვლისა, მეგობრული - ვუსმენ ყველა კოლეგას და მოსწავლეს. როცა ვაკანსიას ვაცხადებთ, ყოველთვის ისეთი პედაგოგების მიზიდვას ვცდილობ, რომელიც ჩვენი სკოლისთვის ბევრ რამეს სასიკეთოდ გააკეთებს.  ჩემი სამი შვილიც ამ სკოლაში სწავლობს და შესაბამისად, როგორც მათთვის, ასევე დანარჩენი მოსწავლეებისთვის საუკეთესო მინდა. მაქსიმალურს ვაკეთებ იმისთვის, რომ სწავლა-საწვლების პროცესი იყოს საინტერესო და მოტივაცია ჰქონდეთ, როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

გაკვეთილს გამასწავლებელი ქეთევან ჩიქვანაია ხელმძღვანელობდა

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდნენ: მარიამ ვაჩეიშვილი და ნათელა ირემაძე 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება