სიახლეები
სიახლეები

„საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“ შორის ქუთაისის N37-ე საჯარო სკოლის IIგ კლასიც მოხვდა
01-10-2021
-
+


მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, სასკოლო საზოგადოებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა და გამოყენება აუცილებელი გახდა. ამ პროცესში კი,  izrune.ge-ს როლი ნამდვილად ღირებული აღმოჩნდა - ონლაინ ტესტირების ინოვაციურმა პორტალმა მასწავლებლებს და მშობლებს საშუალებას მისცა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, შეეფასებინათ მოსწავლეების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე. 

გარდა ამისა, მოსწავლეები, რომლებიც ყველაზე მზრუნველ პროექტში იყვნენ ჩართულები, მომზადებულები აღმოჩნდნენ დისტანციური სწავლებისთვის და მათთვის სირთულეს არ წარმოადგენდა ონლაინ-რეჟიმით სწავლა -  მშვენივრად ფლობდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს.  

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისტანციური სწავლებისას 30 წუთიანი გაკვეთილების ფონზე, izrune.ge-ს დახმარებით მოსწავლეები დამატებით ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაც მათ ზოგად განათლებაზე დადებითად აისახება. ამ ყოველივეს აღნიშნავს ყველა მასწავლებელი, მშობელი და მოსწავლე, რომელიც პროექტშია ჩართულია. 

Izrune.ge-ს მიზანია მოზარდებში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება და ოჯახის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. სწორედ ამიტომ, ყველაზე მზრუნველი პორტალი ყოველთვის ანებივრებს მის ოჯახებს სიახლებით, რათა ინტერესი და მოტივაცია ყოველთვის ჰქონდეთ; ახლახანს დაიწყო კიდევ ერთი, ახალი პროექტი „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასი“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო კლასებს გამოავლენს. რაც სასწავლო პროცეს უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის. 

პირველ ეტაპზე პროექტი ქუთაისში დაიწყო და „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“ შორის ქუთაისის N37-ე საჯარო სკოლის IIგ კლასიც მოხვდა. პროქტის მნიშნელობაზე, აღნიშნული კლასისი პედაგოგმი, ინგა ბიბიჩაძე გვესაუბრა. 

- როგორ მოსწონთ ბავშვებს izrune.ge-ს ტესტები და რამდენად აქტიურად არიან ჩართულები?

- კლასში ძალიან აქტიური ბავშვები არიან. როდესაც ვთქვი ამ პროექტში დარეგისტრირების შესახებ ძალიან გაუხარდათ, საოცარი ენთუზიაზმით განეწყვნენ. კიდევ უფრო დიდი დაინტერესება იყო მშობლების მხრიდან. საოცარი მობილიზება გამოიჩინეს და პირველივე ტესტირებაში მივიღეთ მონაწილეობა.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ მომავალი თაობისთვის ეს პროექტი?

- უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო იდეის ავტორს. Izrune.ge თავისი მნიშვნელობით , ნამდვილად განსხვავებულია სხვა პროექტებისაგან. ჩაკეტილ სივრცეში მყოფი მოსწავლეებისათვის ეს მართლაც ფუფუნებაა. ტესტებში ჩართულობა საინტერესოა არამარტო ბავშვებისათვის, არამედ მშობლებისათვის. როდესაც შვილის წარმატებებს ხედავ, მშობელი მოტივირებულია. ისინი ერთად უდიდეს შრომას დებენ და როდესაც ამ შრომის შედეგს ხედავენ, ეს დიდი სიხარულია.

- როგორ ფიქრობთ, ზრუნავს izrune.ge ბავშვის მოტივაციაზე? 

- რა თქმა  უნდა, კი. მოსწავლეებს თავიდანვე საოცარად კარგი განწყობა დაეუფლათ, ძალიან გაუხარდათ და მოლოდინი დიდი ჰქონდათ პირველ ტესტთან შეხვედრის. მიღებული ქულებით აღტაცებულნი მთელი დღის განმავლობაში მიზიარებდნენ თავიანთ სიხარულს. ვფიქრობ ეს ყველაფერი ბავშვების მოტივაციის ამაღლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. შემაჯამებელი ტესტისთვის ერთად ვემზადებოდით სკოლა, ბავშვი, მშობელი.

- ზოგადად განთლების მხირვ, რამდენად მნიშვნელოვანია პროექტი? 

- ვფიქრობ, განათლების მხრივ უმნიშვნელოვანესია. ჩემი აზრით, ის ქმედითი ნაბიჯები, რომელსაც პროექტი დგამს, მოსწავლეებს ხელს უწყობს მიიღონ საფუძვლიანი განათლება, რაც წინსვლასა და წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაეხმარებათ.  გარდა ამისა, პროექტი izrune.ge ხელს უწყობს საქართველოში ცოდნის პოპულარიზაციას, ახალისებს ნიჭიერ მოსწავლეებს. პროექტმა პოპულარობა არამარტო ჩემს მოსწავლეებში მოიპოვა,არამედ მშობლებიც დიდი ინტერესით ჩაერთნენ მასში. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი დისტანციურ რეჟიმში ტარდება და მოსწავლეს ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილიბით შეუძლია. მართლაც საქვეყნო მნიშვნელობის პროექტია.

- რას ნიშნავს თქვენთვის „საქვეყნო მნიშვნელობის 100“ კლასებს შორის ყოფნა?

- ვფიქრობ  „საქვეყნო მნიშვნელობის 100 კლასს“  შორის ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობაა, როგორც ბავშვებისათვის , ასევე ჩემთვს, როგორც დამრიგებლისთვის. ეს გვაძლევს სტიმულს, ვაკეთოთ მეტი და ვიყოთ მეტად მობილიზებულები. Izrune.ge ერთი დიდი ოჯახია და ვფიქრობ, ქუთაისის 37 საჯარო სკოლის IIგ  კლასის მოსწავლეებისათვის, მშობლებისათვის, დამრიგებლისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დიდი ოჯახის წევრად გახდომა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება