მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს N4 საჯარო სკოლას ესტონეთის დელეგაცია და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლები ესტუმრნენ.
სტუმრებმა სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრისას სამომავლო გეგმები და თანამშრომლობა განიხილეს.
„21 სექტემბერს საგარეჯოს N4 საჯარო სკოლას ესტონეთის დელეგაცია და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლები ესტუმრნენ. ჩვენი სკოლის საპატიო სტუმრები იყვნენ: ესტონეთის ელჩი ქ-ნი რინა კალიურანდი, ბ-ნი პეეტერ პალასი - ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელი, ქ-ნი კადი მეტსანდი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი, ამავე უწყების კორდინატორი ქ-ნი კადრი მაასკი, ქ-ნი თიინა ილსენი განვითარების თანამშრომლობის საერთაშორისო ცენტრის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორი, ქ-ნი ნინო კარანაძე ესტონეთის საელჩოდან და იუნისეფის წარმომადგენელი ქ-ნი მაკო ყუფარაძე. სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა, გაეცნენ საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგთა მიერ შექმნილ რესურსებს. სტუმრები შეხვდნენ სკოლის ადმინისტარციას და პედაგოგებს, ხოლო მოსწავლეებთან და მშობლებთან შეხვედრა მოხდა უკვე ღია სივრცეში, სადაც მათ ჰქონდათ კითხვების დასმის საშუალება სტუმრებისთვის, საუბარი ეხებოდა სამომავლო გეგმებს და ურთიერთობებს“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი