მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ტარდება, საარჩევნო უბნების ნაწილი სკოლებშია განთავსებული, 4 ოქტომბერს კი სწავლა საკლასო ოთხებში იწყება. მასწავლებლებს ერთი დღე აქვთ, რომ მოსწავლეებს მოწესრიგებული საკლასო ოთხები დაახვედრონ.
ჩნდება კითხვა, ვის მოუწევს კლასების დალაგება და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს დახვედრება?
სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია მოწყობილი, დამლაგებლები არასამუშაო დღეს - კვირასაც იმუშავებენ. გარდა ამისა, პედაგოგთა ნაწილი სურვილს გამოთქვამს, რომ კლასების დალაგება-მოწყობა-დასუფთავებაში თავადაც ჩაერთოს. კვირა დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებები სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლის დალაგებას, სადაც საარჩევნო უბანია, ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს.სკოლები კი დეზინფექციას ჩაატარებენ.
სკოლის ადმინისტრაციები გააკონტროლებენ, რომ სასკოლო სივრცე კვირას სრულად დასუფთავდეს, 4 ოქტომბერს კი ბავშვებს სკოლაში უსაფრთხო გარემო დახვდებათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.