მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორც უკვე ცნობილია, პედაგოგებს მოსწავლეებისთვის ონლაინაც მოუწევთ გაკვეთილების ჩატარება, რისთვისაც მათ ყოველ დისტანციურად ჩატარებულ გაკვეთლზე 7 ლარი დაერიცხებათ. აღსანიშნავია, რომ სკოლებმა ყოველი თვის 25 რიცხვამდე უნდა მიაწოდონ სამინისტროს დეტალური ინფორმაცია, რათა დროულად მოხდეს მასწავლებლებისთვის დამატებითი ანაზღაურების გაცემა. თუმცა თუ სკოლა ვერ ასწრებს დროულად შესაბამისი მონაცემების გადაგზავნას, მაშინ იგი თავად არის ვალდებული სკოლის ბიუჯეტიდან გამოუყოს თანხა მასწავლებელს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციებში რომლებიც სკოლებს გადაეგზავნათ, დეტალურად არის გაწერილი, ყველა ნაბიჯი, რომელიც სკოლამ უნდა გადადგას. გაეცანით უწყების მიერ გაწერილ ინსტრუქციას:
მასწავლებლის მიერ დამატებითი დისტანციური სწავლების ფარგლებში/ონლაინ ჯგუფებში ჩატარებული გაკვეთილებისთვის, მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე მიეცემა დანამატი ყოველ ჩატარებულ დისტანციურ გაკვეთილზე კვირაში 7(შვიდი) ლარის ოდენობით. აღნიშნული დანამატი არ გულისხმობს ძირითადი საათების გაზრდას და შესაბამისად, ძირითადი ხელფასის და სტატუსის დანამატის დაანგარიშებაზე გავლენას არ მოახდენს;
·საჯარო სკოლებს დადგენილი წესით და ოდენობით, ყოველთვიურად გამოეყოფა დაფინანსება;
·საჯარო სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომ-სისტემა) ატვირთავს ძირითად საგაკვეთილო ცხრილს და დისტანციური სწავლების საგაკვეთილო ცხრილს;
თუ სკოლის რომელიმე კლასის მოსწავლეები სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, სკოლა ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ცვლილება სისტემაში ასახულ სასკოლო საათობრივ ბადეში, რა დროსაც ანაზღაურება გაიცემა ძირითადი საათობრივი ბადის შესაბამისად, პროგრამული დანამატის გარეშე;
სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისათვის აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შესაბამისი თვის 25 რიცხვის მდგომარეობით სისტემაში ასახული ინფორმაცია (ონლაინჯგუფისა და სასკოლო საათობრივი ბადის შექმნისა და მოსწავლეების აღნიშნულ ჯგუფში გადანაწილების მომენტიდან), იმ შეთხვევაში თუ სკოლა ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულ პერიოდში ინფორმაციის სწორად და დროულად ასახვას და მიღებულ დამატებით დაფინანსების ოდენობაში წარმოიქმნება დანაკლისი, სკოლა ვალდებულია თავისი ბიუჯეტის ფარგლებში უზრუნველყოს მასწავლებლის მიერ დამატებითი დისტანციური სწავლების ფარგლებში/ონლაინ ჯგუფებში ჩატარებული გაკვეთილებისთვის, მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე დანამატის გაცემა, ხოლო თუ მიღებულ დამატებით დაფინანსების ოდენობაში წარმოიქმნება ზედმეტობა საჯარო სკოლა ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე შესაბამისი ან/და მომდევნო თვის განმავლობაში დააბრუნოს ამ წესით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების ფარგლებში წარმოქმნილი აუთვისებელი თანხა;
სკოლა ვალდებულია გამოყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი დისტანციური გაკვეთილების ორგანიზებისთვის საჭირო ინფორმაციის სისტემაში ასახვას და პროცესის სისტემატურ კონტროლს;
სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისათვის ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მიზნით, მართვის სისტემა, შესაბამისი თვის 25 რიცხვის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი თვის 27 რიცხვამდე უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:
ა) საჯარო სკოლის დასახელება და საჯარო სკოლის საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) საჯარო სკოლის საბანკო რეკვიზიტები;
გ) მოსწავლეთა ზღვრული ოდენობა კლასების მიხედვით, მათ შორის დისტანციურ სწავლებაზე დარეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობა;
დ) ონლაინ ჯგუფების რაოდენობა;
ე) სკოლის მიხედვით თითოეული მასწავლებლის მიერ დისტანციური სწავლების ფარგლებში შესაბამისი საათობრივი დატვირთვის რაოდენობა.
·საჯარო სკოლა ვალდებულია სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოს ამ წესით გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, შესაბამისი თვის განმავლობაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობის შეჩერების ან შეწყვეტის ან/და სხვა მიზეზით წარმოქმნილი აუთვისებელი თანხა;
იხილეთ: პედაგოგებმა სკოლის ადმინისტრაციას დოკუმენტი უნდა წარუდგინონ - როგორ შეძლებთ ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებას
სკოლა 9-ის ნახევრიდან დაიწყება - რამდენწუთიანია გაკვეთილები ახალი პროტოკოლით
რა დაევალათ სკოლებს ახალი რეკომენდაციების მიხედვით
ონლაინ გაკვეთილებისთვის მასწავლებლები 4-ჯერ ნაკლებ ხელფასს იღებენ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის
განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები