TOP ნიუსი
სიახლეები
საინტერესო

ვინ არიან „ინდიგო ბავშვები“ და რა დამახასიათებელი თვისებები აქვთ მათ?
30-01-2018
-
+


ტერმინი „ინდიგო ბავშვები“ პირველად ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა  1982 წელს გამოიყენა. თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება 1999 წელს მას შემდეგ მოხდა, რაც  ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი „ინდიგო ბავშვები“ გამოიცა. კეროლის აზრით,  პირველი „ინდიგო თაობის“ დაბადების პერიოდად  1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ.

ვინ არიან „ინდიგო ბავშვები“ და რა დამახასიათებელი თვისებები აქვთ მათ?

„ინდიგო ბავშვების“  ხასიათი განსხვავებული და საკმაოდ პრინციპულია. ისინი  მაღალი ცნობიერებით და მახვილი ინტუიციით გამოირჩევიან. არიან მეტად იმპულსურები და ნიჭიერები. მათ სხვადასხვა სფეროს მიმართ აქვთ გამძაფრებული ინტერესი.  ასეთ ბავშვებს ძალიან უყვართ ცხოველები და ხშირად უმეგობრდებიან მათ.  

„ინდიგო ბავშვებს“ აქვთ მბრძანებლური ტონი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მკაცრად ელაპარაკებიან და მითითებებს აძლევენ. არასწორად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ გავლენას ვერ იყენებენ. თავს მოუსვენრად გრძნობენ ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ „ინდიგო ბავშვებს“ ე.წ ADHD (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც უყურადღებობა, ჰიპერაქტიურობა და იმპულსური ქცევა ახასიათებს.  ეს ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნეგატიურია, მაგრამ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე გენიოსების უმეტესობას ახასიათებს. ზოგიერთი მკვლევარი მათ დაბადებას ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას უკავშირებს. მათი აზრით „ინდიგო ბავშვები“ იმ პრობლემებს გადაჭრიან, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ „ინდიგო ბავშვების“ ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი კრისტალურად ლურჯი, ნაცრისფერი ან მწვანე თვალებია. ძალიან იშვიათად ვხდებით მათში თაფლისფერთვალება ხალხს.  

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება