მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივითა და ორგანიზებით მასწავლებლის დღე წყალტუბოში განსაკუთრებულად აღინიშნა.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ქალთა საბჭოს მხარდაჭერით და თეთრა მღვიმის დირექტორის ხელშეწყობით მოეწყო. შთამბეჭდავ საღამოზე, ასევე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგის, დალი სილაგაძის ლექსების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების დასასრულს ფაქიზო ფანჩულიძემ ქალთა საბჭოს სამადლობელი სიგელები გადასცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს სამადლობელი სიგელები გადასცა და ამავდროულად დაასახელა ხუთი ქალბატონი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან, საქართველოს ქალთა საბჭოს შემადგენლობაში წარსადგენად.
„მასწავლებლის დღე მეტად შთამბეჭდავად და ორიგინალურად აღინიშნა ქალაქ წყალტუბოში. წყალტუბოს ქალთა საბჭოს თავჯდომარის და ამავდროულად ოტია იოსელიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ქალთა საბჭოს მხარდაჭერით და თეთრა მღვიმის დირექტორის ბატონ გიორგი ტყაბლაძის ხელშეწყობით. ქალბატონმა ფაქიზომ აღნიშნა, რომ როგორც ლიდერი, მუდამ ცდილობს პოზიტიური ურთიერთობების განმტკიცებას მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის. მისი, როგორც ლიდერის, დამსახურებაა ტრადიციად დამკვიდრებული მასწავლებელთა დღეების თბილად აღნიშვნა სკოლაში. ყველა მასწავლებლისადმი მიძღვნილი ლექსის ავტორად კი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე დალი სილაგაძეა, რომლის ლექსების (მასწავლებელთა თანადგომით გამოცემული წიგნის) პრეზენტაციაც გაიმართა აღნიშნულ საღამოზე. ბევრი თბილის სიტყვა ითქვა ქალბატონი დალის და ზოგადად მასწავლებლის პროფესიის მისამართით. შთამბეჭდავ საღამოს ესწრებოდნენ: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის პედაგოგები, სკოლის ხელმძღვანელები, გაზეთ „წყალტუბოს“ რედაქტორი მ. კანკაძე, ახლახან არჩევნებში გამარჯვებული წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, პარტია „ქართული ოცნებიდან" ქალბატონი ხათუნა მაღლაკელიძე, დალი სილაგაძის ოჯახის წევრები, წყალტუბოს საპატიო მოქალაქე და დალი მასწავლებლის წიგნის რედაქტორი ოქროპირ სვანაძე. ღონისძიების დასასრულს ფ. ფანჩულიძემ ქალთა საბჭოს სამადლობელი სიგელები გადასცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს და ამავდროულად დაასახელა ხუთი ქალბატონი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან, საქართველოს ქალთა საბჭოს შემადგენლობაში წარსადგენად“, - აღნიშნულია წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი