მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N37 საჯარო სკოლაში უამრავი ღირსეული პედაგოგია, რომლებიც მომავალი თაობის აღსაზრდელად თავდაუზოგავად შრომობენ. სკოლის ადმინისტრაცია საზოგადოებას ფიზიკის უფროს მასწავლებელს - ადელაიდა ნიკოლაიშვილს დიდი სიამაყით აცნობს.
პედაგოგი მოსწავლეებს უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ფიზიკის საიდუმლოებებს აზიარებს. იგი ასევე, ფიზიკის მიმართულებით უამრავი სახელმძღვანელოს თანაავტორი და მთარგმნელია.
„თბილისის N37 საჯარო სკოლა სიამაყით წარმოადგენს ფიზიკის უფროს მასწავლებელს, ქალბატონ ადელაიდა ნიკოლაიშვილს, რომელიც ათეული წლებია ფიზიკის მეცნიერების საიდუმლოებას აზიარებს აღსაზრდელ თაობებს. გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, მისი საქმიანობა უამრავ წარმატებას ითვლის: წლების განმავლობაში რუსულ ენაზე გამოცემული არაერთი ფიზიკის სახელმძღვანელოს თანაავტორი და მთარგმნელია, ფიზიკის თემაზე მისი ავტორობით მრავალი ბროშურა და სტატიაა დაბეჭდილი. 2020 წელს ქალბატონი ადელაიდა ჩართული იყო მე-7 კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოს სარედაქციო ჯგუფში, მან რუსულ ენაზე შექმნა მასწავლებლის წიგნი და თარგმნა აღნიშნული კლასის ფიზიკის სახელმძღვანელო რუსულ ენაზე. წარმატებები ქალბატონ ადელაიდას“ , - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი