მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. სკოლის ადმინისტრაციამ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა.
სკოლის ადმინისტრაცია სასკოლო საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს და მნიშვნელოვან ინფორმაციას აცნობს:
„დიდი სიხარულით გვსურს გაცნობოთ, რომ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში 2021 წლის 4 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. როგორც მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლას მასპინძლობს. წელსაც, რამდენიმე თვე საპატიო მასპინძლობას ვაგრძელებთ. ისინი დღის მეორე ნახევარში ისარგებლებენ ჩვენი სკოლის შენობით და არსებული ინფრასტრუქტურით. მათთვის ყველა საჭირო პირობას, გულითად მეგობრობას და თანამშრომლობას კვლავ დიდი პატივისცემით ვაგრძელებთ. ამ დროისთვის სკოლაში ჰიგიენურ-სანიტარული სამუშაოები დასრულებულია, დასუფთავდა და დეზინფექცია ჩაუტარდა ყველა საკლასო ოთახს, დერეფნებს, სველ წერტილებს, ლაბორატორიებს ბიბლიოთეკას, სპორტ დარბაზს, რესურს ოთახს და საიზოლაციო ოთახს. შეფერხების გარეშე გვაქვს წყალმომარაგების სისტემა, დაცულია ყველა საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმა. ნებისმიერი პირის შენობაში შესვლა მოხდება პირბადით, დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის ჰიგიენის ჩატარების შემდეგ. პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები (გარდა იმ მოსწავლისა, რომელსაც აქვს პირბადის ტარებისგან გასათავისუფლებად სათანადო სამედიცინო ჩვენება) შენობაში დაიშვებიან პირბადით. საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედში, სპორტ დარბაზში, ბიბლიოთეკაში სამასწავლებლოში სავალდებულოა პირბადის ტარება. მოსწავლეთა ტრანსპორტირებისას ნებისმიერი პირისთვის (მოსწავლე, მასწავლებელი, მძღოლი და ა.შ.) სავალდებულოა პირბადის გამოყენება. სკოლის ტრანსპორტს ჩაუტარდა დეზინფექცია იმოძრავებს ყველა უბნის მიმართულების შესაბამის დროებში.
სასწავლო პროცესი 9 საათზე დაიწყება. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტრო იმ რეგიონებს ასახელებს სადაც სწავლა შეჩერებულია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პროექტი მიმდინარეა და აგრძელებს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით მიზნის მიღწევას
ბავშვებმა დეტალურად განიხილეს ოკუპაციის შედეგები და პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას