გუდაურის საჯარო სკოლაში ყველა რეგულაციას ზედმიწევნით იცავენ
04-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში დაწყებასთან დაკავშირებით პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მიმართავს.
გუდაურის საჯარო სკოლაშისასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, ყველა შესაბამის რეკომენდაციასა და რეგულაციას იცავენ.
სკოლა ულოცავს სრულიად სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის სკოლის შენობაში განახლებას და მშვიდობიან სასწავლო წელს უსურვებს.
„ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო! როგორც მოგეხსენებათ, ვუბრუნდებით სკოლას და სწავლა კლასებში გაგრძელდება. ქვეყანაში შექმნილილი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ისევ საჭირო იქნება გარკვეული წესების დაცვა. შეგახსენებთ მათ: ყველა მოსწავლისთვის, პირველი კლასიდან დაწყებული, სავალდებულოა პირბადის ტარება. ვთხოვთ მშობლებს, უზრუნველყონ თავიანთი შვილები პირბადეებით. სკოლის შენობაში შესვლამდე ჩატარდება თერმოსკრინინგი. ვთხოვთ მშობლებს, ყურადრებით იყვნენ და არ გამოუშვან სკოლაში შვილები თუ ავადმყოფობის რაიმე სიმპტომებს შეამჩნევენ. ამის შესახებ აუცილებლად აცნობონ სკოლას. საჭოროა ხელების ხშირად დაბანა და დამუშავება ანტიბაქტერიული სადეზინფექციო ხსნარით, აუცილებელია დისტანციის დაცვა. სკოლის შენობაში მშობლების და გარეშე პირების შემოსვლა აკრძალულია განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. გასულ სასწავლო წელს კარგად გავართვით თავი მოთხოვნებს და ჩვენდა სასიხარულოდ და საამაყოდ კოვიდ დაავადების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა არც მოსწავლეებში და არც მასწავლებლებში. იმედი გვაქვს, გასულ წელს მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება და ამ სასწავლო წელსაც მშვიდობიანად დავამთავრებთ. ჯანმრთელობას და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.