სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების ახალი პროექტი
21-10-2016
-
+


მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი. 

აღნიშნული პროექტის ბიუჯეტია 14 მილიონი აშშ დოლარი და წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის მეორე კომპაქტის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მიზანია:  მე-7 - მე-12 კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ინგლისურ ენაში, გეოგრაფიასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში და სკოლის მართვის გაუმჯობესება.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, მონაწილეობა მიიღონ და ჩაერთონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში. 
შედეგად, მასწავლებლები შეძლებენ, დააგროვონ საჭირო კრედიტები და წაიწიონ მომდევნო საფეხურზე, რაც აისახება მათ ხელფასზე.

დასახული მიზნების მისაღწევად, გადამზადდება 20,000-მდე მასწავლებელი ზემოაღნიშნულ საგნებში, ასევე, მომზადდება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების 2,000-ზე მეტი ფასილიტატორი.  

პროექტის ფარგლებში, გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის დირექტორი. 

ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვას.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს განახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 

პროექტი ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაზრდას, სატრენინგო მასალებისა და საჭირო რესურსის შექმნას.

პროექტი 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.

პროექტის პარტნიორია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.  

იხილეთ ვიდეო 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება