სიახლეები
საინტერესო

რამდენად საშიშია ტყლარწი ბავშვებისთვის?
31-01-2018
-
+


წელვადი რეზინა - ტყლარწი, არამარტო პატარა ბავშვებში, არამედ მოზარდებშიც საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. ფერადმა სათამაშომ სრულიად მსოფლიო დაიპყრო, მათ შორის საქართველოც.

მშობლების ნაწილი  ბავშვებისთვის ტყლარწის ყიდვას მისი ქიმიური შემადგენლობის გამო ერიდება. საქართველოში აღნიშნული პროდუქტის ხარისხის კონტროლი არ ხდება და ვერავინ იტყვის რამდენად მავნეა ესა თუ ის კონკრეტული ტყლარწი. თუმცა ცნობილია, რომ მის შემადგენლობაში ქიმიური ელემენტი - ბორაქსის ფხვნილია.

ინტერნეტში მრავლად არის ვიდეოები თუ როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში ე.წ ტყლარწი ქიმიური დანამატების გარეშე. ხშირად მშობლები სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ და ბავშვებს წელვად სათამაშოს უკეთებენ.

პედიატრები სხვადასხვა ქვეყნიდან აღნიშნავენ, რომ დამყოლ სხეულზე მუშაობა შესანიშნავად უვითარებს პატარას წვრილ მოტორიკას (ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობას), უზრდის წარმოსახვისა და შემოქმედების უნარს, კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სწორედ ამ უკანასკნელის გამო არის ტყლარწი ასეთი პოპულარული მოზრდილებშიც.

ტყლარწმა განსაკუთრებული პოპულარობა  ფილმისა და მულტფილმის - „მოჩვენებებზე მონადირეების" გამოსვლის შემდეგ მოიპოვა, სადაც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს მწვანე წელვადი მასა წარმოადგენს.

ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში კი ტყლარწის ერთ-ერთი სახეობა „მაგნიტური ტყლარწი“ (Magnetic Putty) აკრძალეს. როგორც აღმოჩნდა, პროდუქტში დარიშხანის შემცველი ნივთიერება ნორმას შვიდჯერ აღემატებოდა. ექსპერტები შიშობენ, რომ ბავშვი იმ შემთხვევაშიც მოიწამლება, თუ ტყლარწს ხელით შეეხება.


 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება