მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N31 საჯარო სკოლა მოსწავლეებს განსაკუთრებულად მომზადებული შეხვდა. სკოლის ადმინისტრაციამ COVID-19-ის საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა, რათა ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სათანადოდ დაცული იყოს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის პერსონალი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დარეგისტრირებულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ბაზაში და პრევენციისა და COVID-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით პერიოდულ ტესტირებას გადის.
სკოლის ადმინსიტრაცია სასკოლო საზოგადოებას და განსაკუთრებით პირველკლასელებს სწავლის საკლასო ოთახებში დაწყებას ულოცავს და მისალოც წერილს ავრცელებს:
„ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო ქუთაისის N31 საჯარო სკოლა გილოცავთ სასწავლო პროცესის პირისპირ რეჟიმში განახლებას! განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებსა და მათ მშობლებს, რომლებიც განსხვავებული მოლოდინით ელოდნენ ჩვენთნ შეხვედრას! გვინდა ვუსურვოთ მათ სკოლასთან დაკავშირებული იმედების გამართლება და ბედნიერი მომავალი! ეს შეხვედრა რამდენადაც სასიხარულოა, იმდენად საპასუხისმგებლოა. შესაბამისად, აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული რეგულაციების დაცვა. მოსწავლეთა და პედაგოგთა ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სკოლის მთელი პერსონალი დარეგისტრირებულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ბაზაში და პრევენციისა და COVID-19-ის ახალი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით პერიოდულ ტესტირებას გადის“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტი მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა აქტიუალური და მეტად საინტერესო