მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მეტროსადგური „ვარკეთილი“ დღეს, 06:00 საათიდან, მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. მეტროს პირველ ხაზზე, მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს, 10:30 საათზე, სადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა.
სადგური მგზავრებისთვის დაიხურა და მეტრო სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სამგორამდე“ მოძრაობდა.
სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ, რათა დღეიდან, მეტროსადგურს მუშაობა შეუფერხებლად გაეგრძელებინა. კერძოდ, სრულად ჩამოიხსნა დაზიანებული ჭერის დარჩენილი ნაწილი და ქვედა ვესტიბიული გასუფთავდა. შესაბამისად,მგზავრების გადაადგილება სადგურ „ვარკეთილამდე“ ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა