სიახლეები
სკოლები

პლანშეტები პირველკლასელებს, 26 ახალი კომპიუტერი და „ჭკვიანი დაფები“ - ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის საჩუქრები მოსწავლეებს
05-10-2021
-
+


4 ოქტომბერს საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმატიდან დასწრებით რეჟიმში, საკლასო ოთახებში განახლდა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სკოლებს რეგულაციების შესრულება დაეკისრათ, რათა ბავშვების ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იყოს.

ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია ახალ სასწავლო წელს არაერთი სიახლით შეხვდა. გიმნაზიაში კოვიდრეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ და მოსწავლეები განათლებას უსაფრთხო სასწავლო გარემოში იღებენ. ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის  გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ etaloni.ge-სთან სიახლეებისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა:

- „მოგეხსენებათ, 2021-2022 სასწავლო წელი 15 სექტემბერს, დისტანციური ფორმატით დაიწყო. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გიმნაზია არის კერძო სკოლა, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში და საჯარო სკოლებისგან განსხვავებით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არ ვსარგებლობთ, რაც გულისხმობს შემდეგს, - პირველი კლასელებისათვის ბუკების, სახელმძღვანელოების გადაცემას და ამავე დროს საერთო სარგებლობის ტრანსპორტით, რომლის ფუფუნება სამწუხაროდ არ გვაქვს. ჩვენი გიმნაზიის რექტორი, მისი ყოვლად უსამღვდელოესობა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქსიდეკი (ხაჩიძე) ყოველთვის ცდილობს  ბავშვებს ყველა დანაკლისი პირადი ფინანსური მხარდაჭერით ამოუვსოს და მართლაც, ასე ხდება წლების განმავლობაში. წელს თოთხმეტი პირველკლასელი მივიღეთ, რომელთაც საჩუქრად „სამსუნგ გალაქსის“ პლანშეტები, სახელმძღვანელოები, რვეულები და ე.წ. პენლები გადავეცით. მეუფე მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით ჩვენს პირველკლასელებს ყველანაირი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ. ასევე, აღსანიშნავია რომ მეუფე მელქისედეკის მხარდაჭრით სრულიად შეიცვალა კომპიუტერული ტექნიკა - შევიძინეთ 26 ახალი კომპიუტერი. მოგეხსენებათ, დაწყებით კლასებში სავალდებულო ტექნოლოგიური გაკვეთილები ე.წ. ისტ-ი ისწავლება და ჩვენს მოსწავლეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა პრაქტიკული ცოდნა თეორიასთან ერთად მიიღონ. ტექნოლოგიური კუთხით, სიახლე გვაქვს ისიც, რომ შევიძინეთ 7 ცალი ე.წ. ჭკვიანი დაფები. დაფებს ანდროიდის სისტემა აქვთ და პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას დამატებით, ინტერნეტ რესურსად გამოიყენონ.

მსურს, ჩვენი სახელმწიფოსა და განათლების სამინისტროს მიმართ გამოვხატო მადლიერება, რადგან 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ეს ბავშვების განათლებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

ყველა ის რეგულაცია, რომლებიც ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ არის დაწესებული ჩვენს გიმნაზიაში ყველა მაღალ დონეზეა დაცული. სინქრონულად რომ აღვწერო - მოსწავლეებს ტემპერატურას ელექტრონული თერმომეტრებით ვუსინჯავთ, ასევე გვაქვს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარი, რომლის საშუალებითაც ხელები უნდა დაიმუშაონ. საკლასო ოთახები ზედმიწევნით მუშავდება; იატაკის და მერხების ზედაპირები მუშავდება სპეციალური სითხეებით, თითოეულ ბავშვს და პედაგოგს, რეგულაციების მიხედვით ნიღაბი აქვთ. გიმნაზიას ამავე დროს მოწესრიგებული საიზოლაციო ოთახი გააჩნია. მოგეხსენებათ, როდესაც ბავშვს სიცხე უფიქსირდება საიზოლაციო ოთახში უნდა გადავიყვანოთ, სადაც ნახევარი საათის დაყოვნების შემდეგ თუ მას სიცხემ არ დაუწია მაშინ სასწრაფოს გამოვიძახებთ და მშობელს საქმის კურსში ჩავაყენებთ. გარდა ამისა გვაქვს მოწესრიგებული სველი წერტილები, რადგან რეკომენდებულია ბავშვმა ხელები თბილი წყლით დაიმუშაოს და ხელი სრულყოფილად შეიმშრალოს. სველი წერტილები ასევე აღჭურვილია ურნებით. აბსოლუტურად ყველა გამოცემულ რეგულაციასა თუ რეკომენდაციას ზედმიწევნით მივყვებით.

ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მაღალ კვალიფიციური პედაგოგები გვყავს, რომლებიც საკუთარ წარმატებას შედეგებით ამტკიცებენ. მინდა აღვნიშნო რომ წელს 12 კურსდამთავრებულიდან ხუთმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა; 12-დან ათი მოსწავლე სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა და ოთხმა მათგანმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. დღეის მდგომარეობით თექვსმეტი მე-12 კლასელი გვყავს, მათგან ერთერთი ამერიკაში გაცვლითი პროგრამით არის წასული, 7 ოქროს მედლის კანდიდატია და ვფიქრობ, მსგავსი შედეგები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სწავლის საკლასო ოთახებში განახლება მინდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მივულოცო ჩემი გიმნაზიის მოსწავლეებს, განსაკუთრებით მსურს პირველკლასელებს მოვეფერო, რომლებმაც საგანმანათლებლო სივრცეში პირველი ნაბიჯები გადადგეს. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ყველა მოსწავლეს ვულოცავ სკოლაში დაბრუნებას და თითოეულ მათგანს წარმატებებს ვუსურვებ“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

ETALONI.GE გილოცავთ 2025 წელს ! 

გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ

გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს 31 დეკემბერისა და 1- 3 იანვარს მოსალოდნელ ამინდს საქართველოში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ნიჭიერმა პატარებმა მაყურებლის დიდი  მოწონება და ოვაციებიც დაიმსახურეს

ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ პედაგოგს, ბავშვებს და მოწვეულ მასწავლებლებს

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ

დღემ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა და ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი

გაგაცნობთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც მომავალ წელს უნდა ველოდეთ

საშობაოდ, საჩუქრის ჩუქების ტრადიციამ სათავე გერმანიაში, მე-16 საუკუნიდან აიღო

სანტასთვის სურვილების სიის შედგენა და შემდეგ წერილის მიწერა საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია

რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლოდ - ყველაფერი, რაც 2025 წლის დადგომამდე უნდა გავითვალისწინოთ

სიახლეები
საზოგადოება